FM97.5 / LIVE

ახალციხეში ვალერი სილოგავას სახელობის აღმართი იქნება

მთავარისაზოგადოება 09.06.2014
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელ აღმართს, ისტორიკოს ვალერი სილოგავას სახელი მიენიჭება.

ახალციხეში ვალერი სილოგავას სახელობის აღმართი იქნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეშვიდე სხდომაზე, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, ერთ–ერთ საკითხად სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის განცხადება განიხილეს.

უნივერსიტეტმა საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ ახალციხეში ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელ აღმართს ისტორიკოს ვალერი სოლოგავას სახელი მიენიჭოს. ისტორიკოსის, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ვალერი სილოგავა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მესამე სართულზე ცხოვრობდა, საიდანაც ზარზმელის ქუჩა, ეგრეთ წოდებული „აძინაცეტების“ დასახლება ჩანს. იგი 2011 წელს გარდაიცვალა.

„ვალერი სილოგავამ თავისი მეცნიერული პროდუქციის დიდი ნაწილი ახალციხეში შექმნა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ხშირად გასცქეროდა ამ აღმართს. უთქვამს კიდეც, ახალციხეში ყველა ქუჩას სახელი აქვს, ამ აღმართის გარდაო“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელი აღმართის გარდა, უნივერსტიტეტის ინიციატივაა ცხრა აპრილს ქუჩაზე ახლადგაკეთებულ ერთ–ერთ სკვერს ასტრონომ ევგენი ხარაძის სახელი მიენიჭოს.

„ევგენი ხარაძის დამსახურება ყველასთვის ცნობილია, გარდა იმისა, რომ მან შექმნა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მისი დამსახურება ძალიან დიდია ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე. თავიდანვე ჩვენთან იყო და ყველაფრს აკეთებდა რაც უნივერსიტეტს სჭირდებოდა. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენთან იყო მათემატიკა–ასტრონომიის ფაკულტეტი, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ასტრონომიაში სადოქტორო პროგრამა და მხოლოდ ჩვენ გვექნება საბჭო, რომელზეც საქართველოში ყველა ასტრონომს შეეძლება სადოქტორო დისერტაციის დაცვა“, – ამბობს მერაბ ბერიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელი აღმართისთვის ვალერი სილოგავას სახელის მინიჭებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

რაც შეეხება ცხრა აპრილის ქუჩაზე არსებულ სკვერს, საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, ვინაიდან სკვერის მშენებლობა ახლა დასრულდა, მიღება–ჩაბარების აქტი ჯერ გაფორმებული არ არის. ამიტომ აღნიშნულ სკვერს ამ ეტაპზე სახელწოდებას ვერ მიანიჭებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა რესპუბლიკურ კონფერენციას უმასპინძლა
ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელი კიბეები გაკეთდა
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი დატოვა
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თსუ–სთან მემორანდუმი გააფორმა