FM97.5 / LIVE

მესხეთში სამ სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.06.2014
ახალციხის პირველი, ასევე, ბაკურიანისა და ადიგენის საჯარო სკოლები კაპიტალურად გარემონტდება. სარეაბილიტაციო პირველადი პროექტების განხილვა სამივე სკოლაში დღეს, 7 ივნისს გაიმართა.

მესხეთში სამ სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება
სკოლები ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დაფინანსებით რემონტდება. პირველადი საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი კომპანია „ლუის ბერგერმა“ მოიგო.

დღეს, სკოლებში შეხვედრები სსიპ განათლებისა და მეცნიერების ინფორმაციული განვითარებისა და ლუის ბერგერის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფებმა გამართეს. შეხვედრებს სკოლის პედაგოგები, მშობლები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრების მიზანი პირველადი პროექტების განხილვა, რეკომენდაციების მოსმენა, სკოლებში სარეაბილიტაციო კომიტეტის არჩევა, ასევე ინფორმაციის გაცვლისა და საჩივრების მექანიზმების შესახებ მსჯელობა იყო.

„საქართველოს მასშტაბით 33, მესხეთში კი 3 სკოლა კაპიტალურად გარემონტდება“, - ამბობს კომპანია „ლუის ბერგერის“ პროექტის ასისტენტი ნინო პაატაშვილი.

სავარაუდოდ, სკოლებში სარემონტო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. როგორც პაატაშვილი ამბობს, სამუშაოები ზაფხულში, ანუ იმ პერიოდში ჩატარდება, როცა სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იქნება.

„სკოლა სულ უნდა დაიცალოს. თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე ვერ დასრულდება, მაშინ ალტერნატიული ფართის მოძებნაში განათლების სამინისტრო დაგვეხმარება“, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მისი თქმით, სკოლა მთლიანად გარემონტდება: „მოეწყობა სავენტილაციო სისტემა, საშხაპეები, ასევე დაცული იქნება ეკოლოგიური ნორმები. სავარაუდოდ, მხოლოდ ჩვენ სკოლაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება“.

გარდა ბაკურიანისა, ახალციხისა და ადიგენისა, სამცხე-ჯავახეთში სკოლები ჯავახეთის სოფლებში: კარტიკამში, განძასა და იხტილაშიც გარემონტდება.

მესხეთში სამ სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს
რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
სამცხე–ჯავახეთის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა