FM97.5 / LIVE

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო

მთავარისაზოგადოება 04.06.2014
4 ივნისს, ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 16 ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობს.

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
ფესტივალის საზეიმო გახსნას მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის დირექტორი ირაკლი ქურდაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სადროშვილი ესწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ფესტივალის დირექტორმა სტუმრებს გუნდები წარუდგინა, ფესტივალზე კულტურული ღონისძიებები დაიწყო. ფესტივალი ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ ცეკვა ყაზბეგურით გახსნა.

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო „ძალიან მნიშვნელოვან ტურნირს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ამ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესხეთის ამ ტურნირს დიდი სიკეთე ელის იმ მხრივ, რომ ძალიან დიდი ინტერესია სპორტსმენების მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი მეორე წელია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება.

„ეს უნდა იქცეს ტრადიციად. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“,– ამბობს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია.

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო გახსნითი თამაშების დასრულების შემდეგ გულშემატკივრებისთვის გათამაშება გაიმართა. წამახალისებელი გათამაშების მთავარი პრიზი, ორკაციანი საგზური თურქეთის ქალაქ ალანიაში, ახალციხელმა, მეხუთე სკოლის მოსწავლე მარიამ თათენაშვილმა მოიგო.

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გახსნის დღე ახალციხის ციხეზე კონცერტით დასრულდება.

5–6 ივნისს გუნდებს შორის კალენდარული თამაშები გაიმართება. 7 ივნისს კი მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი გამარჯვებული გუნდების დაჯილდოვებით დასრულდება.

გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა
ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის ემზადება
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გაიხსნა