სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა

მთავარიეკონომიკა 04.06.2014
რა ბედი ელის ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ ააიპ–ებს, თვითმმართველი ქალაქის ჩამოყალიბების შემდეგ და როგორ გაიყოფა ახალციხის ქონება;

ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა
მას შემდეგ, რაც ახალციხე თვითმმართველი ქალაქი გახდება, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირები (ააიპ) ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება ორად გაიყოფა. ჩამოყალიბდება ცალკე ააიპ–ები და გაიმიჯნება როგორც ფინანსები, ასევე ვალდებულებები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან რვა ქალაქში მდებარეობს, ოთხი კი მუნიციპალიტეტის სოფლებში. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში კი ხუთი ბიბლიოთეკა და ოთხი კულტურის სახლია გაერთიანებული. აქედან სამი ბიბლიოთეკა ქალაქის ტერიტორიაზეა, ორი კი სოფლებში: აწყურსა და ვალეში.

ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, ააიპ–ების ორად გაყოფის შემდეგ, ქალაქში არსებული დაწესებულებები ქალაქის თვითმმართველობას გადაეცემა, სოფლად არსებული ქონება კი ახალციხის თემს.

„ის პრობლემები, რაც შეიძლებოდა რეორგანიზაციას გამოეწვია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გავარკვიეთ. მთელი წლისთვის შესყიდვები გაკეთებული გვაქვს და ხელშეკრულებებიც გაფორმებულია, გვაინტერესებდა, ამ კუთხით რა უნდა გაგვეკეთებინა და გავარკვიეთ, რომ ააიპ–ის ორად გაყოფის შემდეგ, ორმხრივი ხელშეკრულების ნაცვლად, სამმხრივი ხელშეკრულებები დავდოთ და თანხებიც შებამისად გაიყოფა“, – ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი.
ახალციხის ქონების გაყოფაზე გუშინ, 3 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა „ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს და ახალშექმნილ თემისა და ქალაქის საკრებულოებს, რათა ეს პროცესი უწყვეტად წარიმართოს და რეორგანიზაციის პროცესში რომელიმე სამსახურის ან თანამშრომლის უფლებები არ შეილახოს“, – განმარტავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი მამუკა აბულაძე.

აღნიშნულ საკითხის კენჭისყრაზე საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებიდან ერთმა თავი შეიკავა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაკა სუდაძემ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ გარკვეული ხარვეზები იქნება.

ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა „ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვა გამიჩნდა ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, 30 ივნისს, როცა დღის წესრიგში დადგება ხელფასების გაცემის საკითხი, ვინ მისცემს სოფლის ბაღის თანამშრომელს და ვინ მისცემს ქალაქის ბაღის თანამშრომელს ხელფასს, – კითხულობს იგი და ამატებს, რომ აღნიშნული საკითხის სასწრაფო წესით განხილვა და შემდეგ განხორციელება ხარვეზებს გამოიწვევს, – ამიტომ, მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხები დიდი ხნის განმავლობაში უნდა განიხილებოდეს. შემდგომში, როცა ჩვენი სამართალმემკვიდრეები მოვლენ და საკრებულოს პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან, პრობლემატური საკითხები არ უნდა დახვდეთ და 30 ივნისს არ უნდა მიადგნენ უკმაყოფილო თანამშრომლები, იმის გამო, რომ ხელფასების გაცემა უგვიანდებათ“.

ახალციხეში არსებული ააიპ–ები ორად გაიყოფა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

17.01.2018 კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი ააიპ და ერთი შპს დარჩება
მერია ააიპ–ების თანამშრომლებს  ხელფასებს უზრდის
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის სოფლების ბაღებს ლელა ოქრომელიძე უხელმძღვანელებს
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ
საბავშვო ბაღებში სველი წერტილები რემონტდება