FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს

მთავარისამართალი 03.06.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაო ადგილებზე უნდა აღადგინონ.

ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში წამყვანი სპეციალისტი ეკა ტატალაშვილი, ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ზედგინიძე სამუშაო ადგილებზე უნდა დაბრუნდნენ.

ტატალაშვილმა სასამართლო პროცესი დღეს, 3 ივნისს, ზედგინძემ კი 23 მაისს მოიგო. ორივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მათ საკონკურსო პირობები ვერ დააკმაყოფილეს.

ტატალაშვილთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ყოფილი წამყვანი სპეციალისტი მეგი კაჭკაჭიშვილიც, თუმცა, მოსამართლემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომ კაჭკაჭიშვილი 2011 წელში, ანუ თავიდანვე, დანიშნული იყო მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის შედეგებამდე, ხოლო ტატალაშვილი მუდმივად. ამიტომ ტატალაშვილის ადგილზე კონკურსი არ უნდა გამოცხადებულიყო. კაჭკაჭიშვილს კი კონკურსის გავლა ეკუთვნოდა და ის, თუ ვის შეარჩევდა საკონკურსო კომისია, ეს მათი უფელბა იყო“, - გვიხსნის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი და ამატებს, რომ ამიტომ, მან ტატალაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, კაჭკაჭიშვილის კი არა.

ტატალაშვილი აცხადებს, რომ სამსახურში აუცილებლად დაბრუნდება. გამგეობაში დაბრუნებას აპირებს თენგიზ ზედგინიძეც.

თუმცა ჯერ, ადგილობრივ თვითმმართველობას სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ჩაბარებია, შესაბამისად უცნობია, ამ გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ თუ არა.

„როგროც კი მივიღებთ გადაწყვეტილებებს იურისტებთან ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ გავასაჩივრებთ თუ არა“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე.

ტატალაშვილისა და ზედგინიძის საქმისგან განსხვავებით, უკვე გარკვეულია, ის რომ კაჭკაჭიშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

კაჭკაჭიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებს, მისი მეუღლე ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი კი ამბობს, რომ „დღეს მთელი სასამართლო ზურაბ ჩილინგარაშვილის წინააღმდეგაა, არც იცის გასაჩივრებას აზრი აქვს თუ არა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 ახალციხის ციხეზე რძის ფესტივალი ‘იდეების გამოფენა’ გაიმართა

16.10.2018 ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე იჩეხება

16.10.2018 უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ახალციხის სასამართლომ თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს წინააღმდეგ – სასამართლო საქმის განხილვას იწყებს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის