FM97.5 / LIVE

ანდრიაწმინდას ახალი რწმუნებული ჰყავს

მთავარიპოლიტიკა 03.06.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დროებით მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ ინასარიძე დაინიშნა.

ანდრიაწმინდას ახალი რწმუნებული ჰყავს
მიხეილ ინასარიძე ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად გუშინ, 2 ივნისს დაინიშნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პოსტი ვაკანტური ახალციხის თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსის შემდეგ გახდა.

„დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტი ვაკანტური იყო, წინა რწმუნებულმა ნიკოლოზ ტაბატაძემ კონკურსი წარმატებით ვერ გაიარა, კონკურსის შედეგად სხვა პიროვნება, ტარიელ ტაბატაძე იყო შერჩეული, თუმცა შემდეგ მან აღნიშნულ პოსტზე მუშაობაზე უარი განაცხადა“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ მიხეილ ინასარიძე აღნიშნულ პოსტზე გამგეობის ლიკვიდაციამდე დაინიშნა.

მისივე თქმით, ახალ რწმუნებულს პირველ რიგში დაევალა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დაგეგმილ პროექტების მიმდინარეობას ყურადღება მიაქციოს.

„ჩემს ტერიტორიულ თემში წყლის რეაბილიტაციის პროექტია დასასრულებელი, ასევე დაგეგმილია სასაფლაოს შემოღობვა და სოფელ ახალშენში მოსაცდელის გაშენება“, – განმარტავს ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

მიხეილ ინასარიძე 1986 წლის 14 სექტემბერს დაიბადა, საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ახალციხის ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 2008 წელს დაამთავრა. სამუშაო გამოცდილება არ აქვს, ეს მისთვის პირველი სამსახურია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა
წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოს ახალი რწმუნებული ჰყავს
ადიგენში რწმუნებულების კვალიფიკაციას შეამოწმებენ
ადიგენის თვითმმართველობაში ახალ კადრებს არჩევენ
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
დვირის  რწმუნებული არაკომპეტენტური პასუხის გამო გაათავისუფლეს
რომელი პოსტები დარჩა ვაკანტური ახალციხის თვითმმართველობაში