FM97.5 / LIVE

როგორ მოხვდა თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებები ახალციხის გამგეობიდან პროკურატურაში

მთავარისამართალი 03.06.2014
რა განაცხადა სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას იმ მოწმემ, რომლის განცხადების საფუძველზეც პროკურატურამ ახალციხის ყოფილი გამგებლი პასუხისგებაში მისცა;

როგორ მოხვდა თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებები ახალციხის გამგეობიდან პროკურატურაში
დღეს, 3 ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესი 25 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი მოწმე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ეკა ტატალაშვილი იკითხებოდა. ტატალაშვილი გამგეობაში კადრების განყოფილებაში 2006 წლიდან 2014 წლის იანვრამდე მუშაობდა.

მისი თქმით, 2013 წლის 2 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მამუკა მესხი დაინიშნა, ამავე წლის 19 აგვისტოს მანუჩარ გოგოლაური, 2 სექტემბერს კი მანანა ბალიაშვილი და ქეთევან ინასარიძე.

„ბრძანებების პროექტებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაკა სამსონიძე აკეთებდა, შემდეგ მას გამგებელი აწერდა ხელს და მე მაძლევდნენ, რომ საქმეში ჩამედო, - ამბობს ტატალაშვილი და ამატებს - ოქტომბრის ბოლოს შევახსენე მაკას, რომ სამთვიანი ვადა იწურებოდა. მაკამ მითხრა, რომ ამის შესახებ მანაც და გამგებელმაც იცოდა და ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობდნენ“.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როგორც ტატალაშვილი ამბობს, მაკა სამსონიძემ გამგეობის თანამშრომლების დანიშვნის შესახებ მას ახალი ბრძანებები მისცა, თუმცა მათზე, არც თარიღები და არც ნომრები შეცვლილი არ იყო. მხოლოდ ის ეწერა, რომ სამთვიანი ვადის ნაცვლად ეს თანამშრომლები კონკურსის წესით გამარჯვებულის გამოვლენამდე უნდა დანიშნულიყვნენ.

მაკამ მითხრა, რომ ძველი ბრძანებები საქმიდან უნდა ამომეღო და გამენადგურებინა, მათ ნაცვლად კი ახლები ჩამედო. მის თვალწინ ასეც მოვიქეცი, თუმცა, მივხვდი, რომ ეს დანაშაული იყო, ამიტომ გადავწყვიტე ძველი ბრძანებები შემენახა და პროკურატურაში წარმედგინა“, - აცხადებს ტატალაშვილი.

პროკურორის მამუკა ქომოშვილის კითხვაზე, თუ სად მზადდებოდა ბრძანებები, ტატალაშვილმა უპასუხა: „იმ ოთახში სადაც მე და მაკა სამსონიძე ვიჯექით. მაკა ავთოსთან (ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი იურისტი) ერთად იჯდა და ბეჭდავდნენ ბრძანებებს, მაგრამ რა ბრძანებებს ამზადებდნენ არ ვიცი“.

ეკა ტატალაშვილმა შენახული ბრძანებები პროკურატურაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს წარადგინა. მანამდე კი როგორც თავად ამბობს, ბრძანებებს ჯერ სამსახურში, უჯრაში პირად ნივთებთან ერთად, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი სახლში ინახავდა.

ქომოშვილის კითხვაზე, თუ რატომ არ წარადგინა 24 თებერვლამდე ბრძანებები ტატალაშვილმა პროკურატურაში, უპასუხა: „არ ვარ იურისტი, არც ის ვიცოდი ზუსტად რამდენად იყო ეს დანაშაული, პირადი პრობლემებიც მქონდა. შემდეგ დიდი ფიქრისა და კონსულტაციების გავლის შედეგად გადავწყვიტე რომ ისინი სამართალდამცავებისთვის უნდა გადამეცა“.

პროკურორის შემდეგ ტატალაშვილს კითხვები ბლიაძის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა დაუსვა. მან მოწმეს გამგეობაში პირდად მისი დანიშვნის ბრძანების ნომრების გახსენება სთხოვა, თუმცა ტატალაშვილმა ვერც მისი დანიშვნის და ვერც სხვა რომელიმე ბრძანების ნომერი გაიხსენა.

„იმ ბრძანებების ნომრები, რომლებიც პროკურატურაში წარვადგინე იმიტომ მახსოვს, რომ ისინი ამ საქმესთან უშაულო კავშირშია“, - უპასუხა ტატალაშვილმა.

ადვოკატი დაინტერესდა, თუ რატომ არ მიუთითა ტატალაშვილმა მაკა სომსონიძეს იმის შესახებ, რომ ბრძანებები კანონდარღვევით კეთდებოდა.

„ამის შესახებ ბესომაც და მაკამაც კარგად იცოდა“, - განაცხადა ტატალაშვილმა და დაამატა, რომ ეს დავალება მაკა სამხონიძეს გამგებლისგან ჰქონდა მღებული და ამიტომ უნდა შეესრულებინათ.

სასამართო პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც სამარჯიშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, თუ ეს ყალბი დოკუმენტი ტატალაშვილისა და სამსონიძის თვალწინ დამზადდა, შემდეგ კი მას ტატალაშვილი ინახავდა, ეს სხვა არაფერია თუ არა დანაშაულში თანამონაწილეობა: „ მაგრამ აქ საქმე ისაა, რომ ეს ქმედება დანაშაულად არ მიმაჩნია, დოკუმენტის გაყალბება სხვა რამეა. რაც შეეხება ტატალაშვილს მას ჩვენება წინასწარ ჰქონდა დაზეპირებული, რადგან მან გარდა საქმეში არსებული ბრძანებებისა ვერცერთი ბრძანების ნომერი ვერ გაიხსენა“.

დღევანდელ სასამართო პროცესზე, გარდა ტატალაშვილისა პროკურორის განცხადებით სხვა მოწმეები დაბარებული არ ყოფილან.

მომავალი სასამართლო პროცესი 24 ივნისს 15:00 საათზე ჩაინიშნა, ამ დღეს პროკურორისა და დაცვის მხარის კითხვებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები მაკა სამსონიძე, მანანა ბალიაშვილი, მანუჩარ გოგოლაური და მამუკა მესხი უპასუხებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'
მაკა სამსონიძე: „გააზრებული მქონდა, რომ ეს უკანონობა იყო, მაგრამ გამგებელმა დამავალა და გავაკეთე“
რატომ არ გამოცხადდნენ ბრალდების მხარის მოწმეები ახალციხის გამგებლის სასამართლო პროცესზე
რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
ახალციხის ყოფილ გამგებელთან ერთად დამნაშავედ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიც ცნეს
ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა