FM97.5 / LIVE

ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი

მთავარისაზოგადოება 02.06.2014
ტოლერანტობა დემოკრატიული ქვეყნის საფუძველია. ყველა განვითარებად და კულტურულ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს პატივისცემითა და თანაგრძნობით ეპყრობიან. განსაკუთრებით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც განსახვავებულს უწოდებენ. მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებზე ზრუნვაც და მათი სოციალური პრობლემების მოგვარება, სწორედ შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა.

ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი

საქართველოში ამ კუთხით, თითქოს, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თუ ახალციხის მაგალითზე ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით კიდევ არსებობს პრობლემები. აქ მხედველობაში მაქვს მათთვის განკუთვნილი სპეციალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის, პანდუსები, რომლებიც გაკეთებულია "ტროტუარებზე“ და სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტების შესასვლელებში.

ახალციხეში მსგავსი ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ გაკეთებულია, რაც მისასალმებელია, რადგან, ერთი შეხედვით, გამოხატავს ყურადღებას და ზრუნვას ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ ზოგიერთი პანდუსის ნახვისას ჩნდება კითხვა - შესაძლებელია თუ არა რეალურად მათი გამოყენება.

ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ზოგიერთი პანდუსი არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს, რომლის მიხედვით1 მეტრი სიმაღლის პანდუსს უნდა ჰქონდეს 12 მეტრი სიგრძე და ასევე მოაჯირები, რათა საყრდენ-სამოძრაო აპარატის დაზიანების მქონე ადამიანებმა შეძლონ მათი გამოყენება და დამოუკიდებლად გადაადგილება. ზოგიერთი პანდუსი სრულიად მოუხერხებელია, რადგან არ არის გათვალისწინებული არც დახრილობის სიმაღლე და არც ეტლის ზომა. ამ ადამიანებს არათუ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარებითაც კი გაუჭირდებათ შეუფერხებლად გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს მათთვის.

ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი სხვადასხვა საჯარო დაწესებულებამ ავტორიზაცია რომ გაიაროს, ერთ-ერთი პუნქტი მოთხოვნათა შორის არის ადაპტირებული გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, ალბათ, ზოგიერთი დაწესებულებისთვის მთავარია, ეს ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი და მეორეხარისხოვანია რამდენად კარგად იქნება გაკეთებული.

ვფიქრობ, ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ჩვენს თანამედროვეობაში, რადგან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჩაკეტილია საკუთარ თავში და საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება.

ზოგადად, ბევრი ფაქტორი განაპირობებს მათ ჩაკეტილობას და ეს ფსიქოლოგების კვლევის საგანს წარმოადგენს. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ მათ გარეთ, საზოგადოებაში გასვლისას ბევრი სირთულე და დაბრკოლება ხვდებათ გადაადგილებისას. ასევე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და ზოგიერთი საჯარო დაწესებულების კარი მათთვის უბრალოდ დახურულია.

ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი აქვე თავს იჩენს მეორე პრობლემაც: საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თანაგრძნობა განსხვავებულად ესმის, ზოგისთვის თანადგომა არის სიტყვიერი, მორალური, ზოგს კი სიბრალული ჰგონია თანადგომა. ამ ადამიანებს ჩვენი სიბრალური კი არა, ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ყველას ერთობლივი ძალებით შეგვიძლია მათი პრობლემების შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა კი, აუცილებელია, არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი და გადაჭრის გზების ძიება.

მივმართავ მომავალ მერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შევუქმნათ ყველა პირობა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოწესრიგდეს პანდუსები და ადაპტირებული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ნატო ინასარიძე

ფორმალური პანდუსების ქალაქი – ნატო ინასარიძის ბლოგი ბლოგი მომზადებულია პროექტის "ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ
ახალციხის მერიამ შშმ პირები დაასაჩუქრა
შეზღუდული ქალაქი

უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს
ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს