FM97.5 / LIVE

ახალციხეში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 01.06.2014
„საქართველოს ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები“ - ამ თემაზე, სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ უმცირესობათა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დღეს, 1 ივნისს შეხვედრა გაიმართა;

ახალციხეში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს
შეხვედრას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამარ კოვზირიძე უძღვებოდნენ.

ტყეშელაშვილმა ევროკავშირსა და ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ისაუბრა, კოვზირიძემ კი მოხსენება ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე გააკეთა.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

„ჩვენი მიზანია გაცილებით სიღრმისეულად გაიაზრონ თანამოქალაქეებმა და მით უფრო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, ის, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციას. უკეთ გაიაზრონ თუ რა პერსპექტივებს მოგვიტანს და როგორ გააუმჯობესებს ჩვენ ყოფას ევროპასთან ინტეგრაცია“, - ამბობს ტყეშელაშვილი.

შეხვედრით კმაყოფილი დარჩა აუდიტორია. „რეგიონული განვთარების ასოციაციის“ თავმჯდომარის ნანა ზუბაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეგიონში ინფორმაციის სიმწირეა.

„მოსახლეობამ ბევრი რამ არ იცის ამის შესახებ და ამიტომ შიშით უყურებენ, - ამბობს ზუბაშვილი და ამატებს, რომ მას ძირითადად სოფლის მეურნეობის საკითხები და ვაჭრობის ხელშეკრულება აინტერესებდა, - აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად დააწვება ეს პროცესი გლეხს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რიგი საკითხების მოსაგვარებლად გაკრვეული რეგულაციები და საკმარისი ვადაა გათვალისწინებული, ანუ ეს პროცესი ზეწოლას არ გულისხმობს და ამ ყველაფერს მშვიდად შეგვიძლია შევხვდეთ“.

შეხვედრა საქართველოს სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ახალციხეში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ევროკავშირის შესახებ იმსჯელეს
ახალციხეში ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს
კვირის აქცენტი: რას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება თვითმმართველობების კუთხით [Video]
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
ახალციხეში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს