FM97.5 / LIVE

ქართული ენის კურსებმა პედაგოგები შეაშინა

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.05.2012
პედაგოგებისათვის ქართული ენის შესასწავლად ახალი პროგრამა იწყება. ბევრ სკოლას ეს ინფორმაცია ულტიმატუმის სახით მიეწოდა

პედაგოგებისათვის ქართული ენის შესასწავლად ახალი პროგრამა იწყება. ბევრ სკოლას ეს ინფორმაცია ულტიმატუმის სახით მიეწოდა

ქართული ენის შესწავლა პირველი-მეექვსე კლასის პედაგოგებს ჟვანიას სკოლის პროგრამით ჩაუტარდებათ. ახალქალაქში ტრენინგები ენის სახლში ჩატარდება. კურსის ხანგრძლივობა 90 საათია.

ახალი სასწავლო კურსები შექმნილია იმ პედაგოგების მომზადების მიზნით, რომლებიც სწავლებას ბილინგური სისტემით ჩაატარებენ. პედაგოგებმა საგანი ორ ენაზე ქართულად და სომხურად უნდა ასწავლონ (ან რუსულად, რუსულ სკოლაში). პედაგოგებისა და მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ განათლების ახალი სისტემა ეფექტური ვერ იქნება, რადგან პედაგოგები ქართულ ენას ვერ ფლობენ. ამასათნ, ყველა სახის კურსები და სასწავლო პროგრამები არ იძლევა საკმარის ცოდნას იმისათვის, რომ პედაგოგებმა შეძლონ საგნის მომზადება ქართულ ენაზე.

ახლახანს, ყველა სკოლაში ჩატარდა კრება, სადაც მასაწავლებლებს მიაწოდეს ინფორმაცია ქართული ენის ახალი კურსების შესახებ. არნიშნული კურების დამთავრების შემდეგ პედაგოგებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ. დირექტორებმა განაცხადეს, რომ კურსებზე დასწრება სავალდებულოა. ზოგმა პედაგოგებს ულტიმატუმიც წაუყენა: იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, სამსახურიდან განთავისუფლდებიან. ასეთმა მიდგომამ პედაგოგებში არც თუ უსაფუძვლო შიში გამოიწვია.


პედაგოგების დამოკიდებულების გასარკვევად, ’’სამხრეთის კარიბჭე’’ ახალქალაქის ორ სომხურ სკოლას ესტუმრა. მასწავლებლები ამბობენ, რომ ქართული ენის შესწავლა უნდათ, თუმცა, აშინებთ მუქარა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.

- ”ეს სამართალია?! დირექტორმა განაცხადა, რომ ვალდებული ვართ დავესწროთ ქართული ენის კურსებს ენის სახლში, რომ სექტემბერში საათების განაწილებისას პრობლემები არ გვქონდეს”, - გვითხრა დაწყებითი კლასების მასწავლებელმა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით.

იგივე განწყობაა კიდევ ერთ სომხურ სკოლაშიც. პედაგოგები მოსაზრებებს იმ პირობით გვიზიარებენ, რომ მათ ვინაობას ანონიმურად დავტოვებთ.

- ”მკაცრად მოგვთხოვეს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ჩვენს ასაკში სამი თვის განმავლობაში ენის შესწავლა, არ ვიცი”, - ამბობს ახალქალაქის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

- ”დირექტორმა განაცხადა, რომ თუ არ გავივლით ქართული ენის კურსებს და არ ჩავაბარებთ გამოცდას, სამსახურს დავტოვებთ. მაგრამ ხომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს დრო საკმარისი არ არის ენის შესასწავლად”, - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნარცის კარაპეტიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის უცოდინარობის გამო მასწავლებლებს არავინ გაათავისუფლებს: ”აქ არაფერია იძულებითი. გონივრულია, გაათავისუფლო ადამიანი ქართული ენის არცოდნისათვის?! ეს შეუძლებელია! მაშინ 90 პროცენტი უნდა დავითხოვოთ”.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი რუზანა ტეპოიანი აცხადებს, რომ ეს ულტიმატუმი არ არის: ’’ჯერჯერობით არ არის ულტიმატუმი, მაგრამ სასურველია, რომ პირველი-მეექვსე კლასის პედაგოგებმა იცოდნენ ქართული. ამ საკითხზე არ არის სპეციალური ინსტრუქციები, მაგრამ არსებობს კურსები და ჩვენი პედაგოგები მთელი ზაფხულის განმავლობაში შეისწავლიან ქართულ ენას’’.

რა შედეგს გამოიღებს არნიშნული კურსები და გახდება თუ არა ის დათხოვნის მიზეზი, მიმდინარე წლის სექტემბერში გაირკვევა.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.04.2020 ‘საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას ასრულებენ’ – ნათია თურნავა

10.04.2020 დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

09.04.2020 აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
არაქართულენოვანი სკოლების 700-ზე მეტი პედაგოგი ქართული ენის კურსს გადის
ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

ახალციხის მესამე სკოლაში სომხური ენის დღე აღნიშნეს