FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ

მთავარიპოლიტიკა 31.05.2014
ახალციხეში მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ პლაკატებს ხევენ, ან ზემოდან მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის რეკლამას აკრავენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
დღეს, 30 მაისს, დილით, თამარაშვილის ქუჩის მაჟორიტარობის კანდიდატს „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“, ია ხარაიშვილს, მისივე ქუჩაზე პლაკატები ჩამოხეული დახვდა. საღამოს კი აღმოაჩინა, რომ ჩამოხევას გადარჩენილ პლაკატებზე ზემოდან სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატებია გადაკრული. როგორიცაა მაგალითად: „იძებნება 100 ქარხანა“.

მან საკუთარი პლაკატები 7 დღის წინ მაღაზიებსა და გარე განათების ბოძებზე გააკრა.

„სკოჩით“ დავამაგრე, რადგან წებო შემდეგ რთულად მოსაშორებელია, მაგრამ დღეს დილით, სახლიდან გამოსვლისას, მაღაზიებზე და 5-მდე გარე განათების ბოძზე, ჩამოხეული დამხვდა. საშინელებაა, როცა შენს სახეს ძირზე დაგდებულს ხედავ. შემრცხვა, რომ ახალციხელი ვარ“, - ამბობს ხარაიშვილი და ამატებს, რომ არ იცის ამას ვინ რა მიზნით აკეთებს.

სარეკლამო პლაკატების დაზიანების შესახებ საუბრობს „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ რეგიონული შტაბის კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაურიც: „ჩვენი პლაკატები ყველგან ჩამოხეულია, როგორც კი გავაკრავთ, მაშინვე ხევენ“.

ჩამოხეული და დაზიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო პლაკატები, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც.

„არაა დიდი ხანი, რაც პლაკატების გაკვრა დავიწყეთ, მაგრამ გამოფენისთანავე ხევენ“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ახალციხეში გელა დემეტრაძე.

მისი თქმით, განსაკუთრებით დაზიანებული ის სარეკლამო ბანერებია, რომლებსაც აწერია: „იძებნება სამუშაო ადგილები“ და „იძებნება 100 ახალი ქარხანა“.

„ჩემი ინფორმაციით, ამას სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აკეთებენ“, - აცხადებს დემეტრაძე.

სარეკლამო ბანერების დაზიანებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძეც: „ჩემი პლაკატების დიდი ნაწილი ჩამოხეულია, ან ზემოდან სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატებია გადაკრული. არ მინდა ამის გამო აჟიოტაჟი გამოვიწვიო, არადა დიდი დანაშაული გვაქვს სახეზე“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ადიგენში ნინო ბურჯანაძის პლაკატები ჩამოხიეს
საარჩევნო პლაკატების ომი

მმართველი გუნდი ახალციხეში პლაკატების გაკვრასთან კავშირს უარყოფს
იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვალეში და დახეული პლაკატები
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს
საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არჩევნების დღეს [Photo]
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს