FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში დამუშავებული ფართობები დასათესი რჩება

მთავარიეკონომიკა 29.05.2014
რეგიონში თესვის ოპტიმალური ვადა იწურება, გლეხებმა კი ჯერ კულტურების ნაწილი ვერ დათესეს. ხანგრძლივი წვიმის გამო შესაძლოა არა ერთ სოფელში ათობით ჰექტარი დასათესი დარჩეს;

სამცხე-ჯავახეთში დამუშავებული ფართობები დასათესი რჩება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებმა მერაბ კეღოშვილმა 30 მეასედი დაამუშავა, თუმცა ამ დრომდე ხანგრძლივი წვიმების გამო დათესვა ვერ მოხერხა.

„სიმინდი და ლობიო მაქვს დასათესი. ჯერ ვერც კომბოსტო დავრგე. თუ ასე შეგვიშალა ბუნებამ ხელი, მაშინ დათესვას ვერც მოვასწრებ“, - ამბობს იგი.

ხიზაბავრაში 180 კომლი ცხოვრობს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ დრომდე სოფელში, გარდა კარტოფილისა, სხვა ვერაფრის დათესვა შეძლეს.

მეზობელ სოფელში, საროში მცხოვრებმა ზურაბ გიორგაძემ დამუშავებული ფართობის დათესვა უკვე მოასწრო. თუმცა, მისი თქმით, სოფელში უმრავლესობას, უამინდობის გამო, ყანები ჯერ ისევ დასათესი აქვს.

დახნული მიწებზე ვერ დათესეს ადიგენის მუნიციპალიტეტშიც.

„ლობიო და სიმინდი სოფელში თითქმის არავის დაუთესავს, - აცხადებს ლელოვანის მკვიდრი ნანა ტეფნაძე და ამატებს, რომ თავად ჯერ ვერც ლობიო, ვერც სიმინდი და ვერც კარტოფილი დათესა, - ამინდი არ გვიწყობს ხელს და ყანაში ვერ გავდივართ“.

აგროკონსულტანტების განმარტებით, რეგიონში თესვა მარტის შუა რიცხვებიდან იწყება და მაისის ბოლოს სრულდება.

„სიმინდს, ძირითადად, აპრილის 15-დან, ლობიოს კი მაისის შუა რიცხვებიდან თესავენ, თუმცა ლობიო შეიძლება ივნისის პირველ ნახევარშიც დაითესოს“, - ამბობს „ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

მისი თქმით, გაზაფხულზე თესვისთვის მხოლოდ ერთი ფანჯარა იყო, ანუ მხოლოდ სამი დღე იყო მზიანი.

„თუ ახლა აპირებენ თესლის შერჩევას, მით უფრო სიმინდის, მოკლე ვეგეტაციის მქონე ჯიშები უნდა შეარჩიონ, რომ მოასწროს მოსვლა“, – ურჩევს ჯინჭველაძე ფერმერებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა

‘ლობიო, კიტრი და პომიდორი მიწასთანაა გასწორებული’ – სოფელი ზველი დაისეტვა
მესხ ფერმერებს ხვნა–თესვისთვის ტრაქტორები არ ჰყოფნით
საგაზაფხულო ხვნა–თესვისთვის ფერმერებს 19–ით ნაკლები სახელმწიფო ტრაქტორი მოემსახურება

რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ