FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მთავარისაზოგადოება 29.05.2014
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლების დღესასწაულზე ახალციხის ამაღლების ეკლესიაში წირვა–ლოცვა აღევლინა.

მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

წმიდა სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა "სასუფევლის საიდუმლოებებს", რაც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში "სულიწმიდის მოფენამდე".

აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმინდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.

შემდეგ ქრისტემ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა.

ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის. ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.).

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს
დღეს სულთმოფენობაა