FM97.5 / LIVE

ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს

მთავარიეკონომიკა 27.05.2014
ასპინძასა და ადიგენში სტიქიის შემდეგ სპეციალურად შექმნილმა კომისიებმა ზარალის ოდენობა დაითვალეს და მონაცემები ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნეს. სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ დოკუმენტაციას შესწავლიან, შემდეგ კი საკითხს მთავრობის სხომაზე გაიტანენ.

ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს

12 და 13 მაისს, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, სტიქიის შედეგად 1.478.723 ლარის ზარალი მიადგა. ყველაზე მეტი ასპინძის მუნიციპალიტეტმა იზარალა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ მიღებული ზარალის შესახებ დოკუმენტაცია მიიღეს და სწავლობენ. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში უზუსტობები არ იქნება, დასამტკიცებლად მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაიტანენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველ რიგში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა მოწესრიგდეს. რაც შეეხება კერძო საკუთრებას, თანხის გაცემა კომპენსაციის სახით არ გაიცემა.

„ისეთი სახლებისთვის, რომლის აღდგენა სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეუძლებელია. გონიერების ფარგლებში გამოიყოფა თანხა. გამგეობას აქვს უფლება შეისყიდოს კონკრეტულად რაც სჭირდება და მოახდინოს რეაბილიტაცია, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ საქონლის ან ფრინველის ზარალს აანაზღაურებს ვინმე. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი.

ასპინძის მუნიციპალიტეტში განმარტავენ , რომ 12 მაისის სტიქისს შედეგად ასპინძის მუნიციპალიტეტში ძირითადად ძროხის სადგომები დაზიანდა. იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტს თანხა საკმარისი ექნება, ადგილობრივებს მათ შეკეთებაში დაეხმარებიან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სარეზერვო ფონდიდან 30.000 ლარი გამოიყო. აქედან, 10.000 ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. თანხა ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდა.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტს, აქ სტიქიას მოსახლეობის სახლებისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია. წვიმის დროს დაიტბორა რამდენიმე სახლი. მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ მწირი ბიუჯეტის გამო თანხები არ გამოყოფილა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა
ასპინძასა და ადიგენში სტიქიის შედეგებს თავიდან სწავლობენ
ბორჯომში სტიქიის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან
სტიქიით დაზარალებული ასპინძელები დახმარებას ელიან
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა
სტიქიამ ახალქალაქს 115 000 ლარის ზარალი მიაყენა