FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'

მთავარისაზოგადოება 26.05.2014
თბილისში ფიცის მიღების ცერემონიალს ახალციხის ციხეში შეკრებილები მონიტორის საშუალებით ადევნებდნენ თვალს. პირდაპირ ეთერში ისმენდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვასაც.

ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ეს დღე მან განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა, რომელთაც დღეს ფიცი დადეს.

პრემიერ–მინისტრის გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობათ, ბატონებო!
ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის დღე, რომელმაც 96 წლის წინ თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს წვევამდელებს! დღეს თქვენ საზეიმოდ დებთ ფიცს ქვეყნისა და ხალხის წინაშე! დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით, დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით! გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ, საპატიო მისიას და პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე. მებრძოლი სული, ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული - ეს არის ის, რაც ჩვენს ქართულ გენშია და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს და მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი სწორედ ამ სულისკვეთებით იწყებს სამხედრო სამსახურს.

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე.

ჩემო მეგობრებო,
საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ჯარების მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობისთვის. ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო 26 მაისი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც ახლა ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ - ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ჩვენი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდადებასა და ბრძოლისუნარიანობას ყველა ერთხმად აღიარებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ეს ძალიან გვეამაყება!

წვევამდელებო,
გისურვებთ, არასოდეს გაგნელებოდეთ ვაჟკაცური შემართება და სამშობლოს სიყვარული. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს! რაც მთავარია, - გისურვებთ მშვიდობას!

საქართველო ამაყობს თქვენით! თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი მომავალი აქვს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ღმერთი იყოს ჩვენი მებრძოლი ერის, ჩვენი დიდი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მფარველი!– განაცხადა პრემიერმა.

ფიცის მიღებისა და პრემიერის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ახალციხის ციხეში, მონიტორის საშუალებით, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს ადევნებდნენ თვალს. ამ წუთებში კი თვითშემოქმედებითი კოლექტივების, სამეჯლისო ცეკვებისა და ინდ. შემსრულებლების კონცერტი მიმდინარეობს.

შეგახსნებთ, ახალციხეში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი: '26 მაისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი თარიღია საქართველოს ისტორიაში'

[თამარ თოთაძე, მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
კახა კალაძე ამომრჩეველს: მიიღეთ მონაწილეობა მომავლის შექმნაში, აუცილებლად მიდით არჩევნებზე
საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა [R]
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით
ირაკლი ღარიბაშვილი – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია