FM97.5 / LIVE

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილი დასრულდა

მთავარისაზოგადოება 26.05.2014
ახალციხის ციხეზე მიმიდნარე შეჯიბრი: მკლავჭიდში, ჭიდაობასა და კროსში, უკვე დასრულდა. გამარჯვებულებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მედლები და სიგელები გადასცა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილი დასრულდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში (მკლავჭიდი და ჭიდაობა) ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ჭიდაობაში, 25 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი ანრი ხოზრევანიძემ აიღო, მეორე ადგილი ირაკლი შანიძემ, მესამე ადგილები კი ენრი ხოზრევანიძემ და რატი კვაჭახელიძემ დაიკავეს.

30 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გოგიტა ანთაძემ დაიკავა, მეორე – გაგა კახაძემ, მესამე ადგილებზე კი დათო ინასარიძე და მახო ზედგინიძე გავიდნენ.

35 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე ხვიჩა ხოზრევანიძე გავიდა, მეორე ადგილი ლევან გელაძემ დაიკავა, მესამე ადგილები კი გიორგი კვაჭახელიძესა და დიტო გიორგაძეს ერგოთ.

45 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მანუჩარ ხოზრევანიძემ აიღო, მეორე ადგილი გიორგი ინდუაშვილს ერგო, მესამე ადგილები კი დიტო მსხვილიძემ და გაგა გელაშვილმა დაიკავეს.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი შმაგი შანიძეს ერგო, მეორე ირაკლი ხითარიშვილს, მესამე ადგილები კი ონიკა მეიტარჯიანმა და ირაკლი შანიძემ დაიკავეს.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გიორგი ნათიძე გავიდა, მეორე ადგილზე ვიტალი მიქელაძე, მესამე ადგილი კი ხვიჩა ხოზრევანიძეს ერგო.

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი თორნიკე შანიძე გახდა, მეორე ადგილზე ნიკა იაკობაძე გავიდა, მესამე ადგილები კი სოსო და თაზო კილაძეებმა დაიკავეს.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ბახვა მაისურაძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი მახო ხაჭაპურიძე გავიდა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ მკლავჭიდსა და კროსშიც.

მკლავჭიდში პირველი ადგილი მანუჩარ ინასარიძემ დაიკავა,მეორე ადგილი კი ბექა დემეტრაძემ.

კროსში გოგოებიდან პირველობა ნინა პაპიკიანიმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მელანო ნებაძე გავიდა, მესამეზე კი სვეტლანა ტოქჩიანი.

ვაჟებიდან კროსში პირველობა რუბიკ მინასიანს ხვდა წილად, მეორე ადგილზე ლაშა ბირჩაძე გავიდა, მესამე ადგილი კი ვლადიმერ პაპიკიანმა მოიპოვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ლარი გამოიყო. ამ თანხით გამარჯვებულებისთვის მედლები და სიგელები შეიძინეს.

„იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, აღნიშნულ თანხას ვეღარაფერი დავამატეთ“,–ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე.

ამ წუთებში ახალციხის ციხეზე ჭადრაკის ჩემპიონატი მიმდინარეობს. აქ გამარჯვებულები ჯერ არ გამოვლენილან.

[თამარ თოთაძე, მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვინ გახდნენ სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულები
ვინ გაიმარჯვა ‘ახალციხის ციხეზე’  გამართულ სპორტულ ღონისძიებებში
უნივერსიტეტში მკლავჭიდის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
მესხი სპორტსმენების წარმატება ტაეკვანდოში
'შოთაობის' დღესასწაულზე სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ