FM97.5 / LIVE

ორი ავარია ერთ თვეში – ვალეში გზებზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.05.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მცხოვრებლები მომრავლებულ ავარიებს უჩივიან და გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ორი ავარია ერთ თვეში – ვალეში გზებზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
დღეს, 23 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ვალეში 17 წლის გოგონა დაზარალდა. შემთხვევა 12:50 საათზე მოხდა, ამ დრომდე გოგონას ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევები უტარდება.

ამ თვეში ეს ვალეში მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაა. პირველი შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაზარალდა.

ვალეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ვალეზე გადის გზა საბაჟო გამშვებ პუნქტ "ვალემდე", ტრასა ავტომობილებით ყოველთვის გადატვირთულია, ხშირად ამ გზაზე დიდი სატვირთო ავტომობილები დადიან.

„მთავრობამ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, გზა უნდა მოაწესრიგონ. თურქეთის მანქანები ძალიან დიდი სისწრაფით შემოდიან, რაიმე სახის შემზღუდველები აუცილებლად უნდა დააყენონ. დღეს მომხდარს მძღოლიც ძალიან განიცდიდა“, – ამბობს ვალეში მცხოვრები ციცინო მიგრიაული.

ვალეში პრობლემას ისიც ქმნის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ ჰყავთ.

„მე შევესწარი და გამოვიძახე სასწრაფო, მანამდე სამი პატრული ამოვიდა ახალციხიდან და 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფო. ერთ თვეში ორი შემთხვევა მოხდა. 7 წლის ბავშვს დაეჯახა მანქანა და მაშინაც დააგვიანეს. სამი სკოლაა ვალეში და ქალაქის გარდა კიდევ რამდენიმე სოფელი, ერთი სასწრაფო როგორ არ უნდა იყოს აქ? ვის არ ვთხოვეთ დახმარება,მაგრამ რეაგირება არ არის. არც სიჩქარის შემზღუდველებია გზებზე“, - ამბობს ალეკო ხითარიშვილი და ამატებს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს მოაწყობენ და გზებს გადაკეტავენ.

„ნუთუ ამხელა ვალეს და სოფლებს ერთი სასწრაფო არ უნდა ჰქონდეს? უნდა უცადო ახალციხიდან როდის ამოვა. აქვე რომ ყოფილიყო, ხომ უფრო სწრაფად დაეხმარებოდნენ?! აუცილებელია ერთი სასწრაფო გამოგვიყონ ვალეში“, – გვეუბნება ნათელა ბალახაშვილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ვალეში 2013 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ არსებობს. გადაუდებელი საჭიროებისას ვალეში ბრიგადა ახალციხიდან მიდის. ვალეს ახალციხიდან დაახლოებით 7 კილომეტრი აშორებს. ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ ამბობენ, რომ ვალეში სასწრაფო დახმარების ჯგუფს არასოდეს დაუგვიანია და შესაბამისად, ვალეში ჯგუფის გადაყვანა არ იგეგმება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ვალეში
ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
ვალეში სამედიცინო პუნქტი გაიხსნება

ავარია ვალეში – დაიმტვრა მანქანა და გაზგაყვანილობის მილი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა