FM97.5 / LIVE

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან

მთავარისაზოგადოება 22.05.2014
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ახალციხეში მასშტაბურად აღნიშნავენ. ღონისძიებები, ძირითადად, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან

ღონისძიების ფარგლებში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის ფესტივალი, ადგილობრივი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა.

პატარებისთვის გაიმართება თოჯინების თეატრის წარმოდგენა. მოეწყობა ასფალტზე ხატვა, რომელშიც ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

პარალელურად, თამარაშვილის ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე განთავსდება მონიტორი, სადაც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალი თბილისიდან.

ღონისძიების ფარგლებშივე ქალაქის სკოლების კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას მიულოცავენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაგრძელდება კონცერტით, რომელშიც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. მაყურებლების წინაშე წარსდგებიან მერაბ სეფაშვილი, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, მარიკო ებრალიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ტრიო „სანო+2“.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 12:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათზე დასრულდება.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

26 მაისის ღონისძიებათა განრიგი
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება