FM97.5 / LIVE

'ჟურნალისტიკა ზურგჩანთით' – ბილ ჯენტლის მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის

მთავარისაზოგადოება 21.05.2014
'ჟურნალისტიკა ზურგჩანთით' – როგორ გამოვიყენოთ ვიზუალური ენა ამბის თხრობისთვის; როგორ ჩავერთოთ საერთაშორისო დიალოგში და რა მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას – ბილ ჯენტილიმ ახალციხელ ჟურნალისტებს მასტერკლასი ჩაუტარა.

'ჟურნალისტიკა ზურგჩანთით' – ბილ ჯენტლის მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის

დამოუკიდებელი ჟურნალისტი, დოკუმენტური კინო რეჟისორი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ლექტორი ბილ ჯენტილი საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. ახალციხის მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის მასტერკლასებს იგი 19–21 მაისს ატარებდა.

საკუთარი ნამუშევრების, ფოტოისტორიების, დოკუმენტური ფილმებისა და სიუჟეტების ფონზე, იგი ცდილობდა ჟურნალისტებისთვის აეხსნა როგორ უნდა მომზადდეს კარგი ვიდეოსიუჟეტი; რა მნიშვნელობა აქვს კადრებს; როგორ უნდა მოყვე ამბავს ვიზუალით ისე, რომ ის ხმის გარეშეც გასაგები იყოს ნებისმიერი აუდიტორიისთვის.

„ჩვენ განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ. ეს არის ტექნოლოგიებისა და ადამიანური კომუნიკაციების განსაკუთრებული ეტაპი, ეს ის ეტაპია, როცა მსოფლიოს ისტორიაში ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია დაამყაროს კონტაქტი ადამიანებთან, მაშინვე გადასცეს ყველაფერი იმ ენაზე, რისი გაგებაც ყველას შეუძლია, ეს არის ვიზუალური ენა“, – ამბობს ბილ ჯენტილი, რომლის კარიერა მოიცავს სამ ათწლეულს, ხუთ კონტინეტსა და ჟურნალისტიკის ყველა ასპექტს, განსაკუთრებით ვიზუალურ კომუნაკაციას, რომელსაც ამბის ვიზუალურ თხრობასაც უწოდებენ.

ბილ ჯენტილიმ ამერიკულ უნივერსიტეტში მიმართულება – „ჟურნალისტიკა ზურგჩანთით“ დანერგა და თავადვე ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ მისი საქმეა ადამიანებს აჩვენოს როგორ გამოიყენონ თავიანთი ენა ისე, რომ საერთაშორისო დიალოგში ჩაერთონ.

„ეს არის ახალი ენა, ახალი ლიტერატურა, ეს არის ის ხერხი, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ იდეებს უცვლიან. თქვენ, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩემს მეთოდებს სწავლობდით, ერთი ნაბიჯით წინ ხართ თქვენს კოლეგებზე“, – განუცხადა ბილ ჯენტილიმ მასტერკლასების დასასრულს მონაწილეებს.

ტრენინგი სამ დღეს გაგრძელდა, მას „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტები და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ტელეკომპანიის „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები ჯენტილის სემინარს მხოლოდ პირველ დღეს დაესწრნენ.

სემინარები, პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები ბილ ჯენტილის საქართველოში მაისის ბოლომდე აქვს დაგეგმილი. იგი საქართველოში მეორედაა. მსგავსი მასტერკლასები ქართველი ჟურნალისტებისთვის გასულ წელსაც ჩაატარა.

'ჟურნალისტიკა ზურგჩანთით' – ბილ ჯენტლის მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

არჩევნები და უმცირესობა – ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის
„თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარება“– ტრენინგი ახალციხეში
‘სამხრეთის კარიბჭე’ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ჟურნალისტებისთვის
აგრარული სფეროს უკეთ გასაშუქებლად, ჟურნალისტები ასოციაციაში ერთიანდებიან
პროფესიული დღე ახალციხელ ჟურნალისტებს არ აღუნიშნავთ
ახალციხელი ჟურნალისტები გენდერის საკითხების გასაშუქებლად ერთიანდებიან