FM97.5 / LIVE

რა იცვლება თვითმმართველობაში – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 21.05.2014
21 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მოახლოებულ, თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

რა იცვლება თვითმმართველობაში – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში
შეხვედრა, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით, USAD-ის ეგიდით მიმდინარე პროექტის, „დემოკრატიული მმართველობა საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

დისკუსიას ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები დამსწრეებს „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენელმა კოტე კანდელაკმა გააცნო.

„მოსახლოებამ უნდა იცოდეს რა ახალი რეალობის წინაშე დგება ადგილობრივი თვითმმართველობა. მათ უნდა იცოდნენ ვინ უნდა აირჩიონ“, - ამბობს „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტი მახარე მაცუკატოვი.

თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მონაწილეებს აინტერესებდათ როგორ გაიმიჯნება მერისა და გამგებლის უფლებამოსილებები, როგორ უნდა აირჩიონ საკრებულოს წევრები, მერი, გამგებლები და რა კომპეტენციები ექნება თვითმმართველობას არჩევნების შემდეგ.

„მათ ასევე დააინტერესდათ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გუბერნატორის აპარატში შეიქმნება, ვინ იქნებიან წევრები და რა უფლება-მოვალეობები ექნებათ“,- ამბობს კანდელაკი.

საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში მსგავსი შეხვედრა 26 ქალაქში გაიმართება.

რა იცვლება თვითმმართველობაში – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ახალციხეში თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ
ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
მომავლის თვითმმართველობა
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
შეხვედრები ახალციხეში საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
„საერთაშორისო განათლების ცენტრის” პრეზენტაცია სტუდენტებისთვის