FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ვირუსული მენინგიტი არ დაფიქსირებულა

მთავარისაზოგადოება 21.05.2014
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, ვირუსული მენინგიტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სამცხე–ჯავახეთში ვირუსული მენინგიტი არ დაფიქსირებულა
„არც სკოლებში და არც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

აღნიშნულს ადასტურებენ „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში არსებულ ახალციხისა და ახალქალაქის საავადმყოფოებშიც. „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თეო ლალიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე დაავადების სიმპტომებით საავადმყოფოებისთვის არავის მიუმართავს.

შეგახსნებთ, 21 მაისის დილის მონაცემებით, ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობისაა. 87 პაციენტი მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადის, დაუზუსტებელი მონაცემებით, 15 შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში, ხოლო დაზუსტებული მონაცემებით, 4 შემთხვევა დაფიქსირდა - ბათუმში. ვირუსული მენინგიტის გამოვლენა დაუდგინდა მინიმალური ასაკის მქონე ორი წლის, ხოლო მაქსიმალური ასაკის მქონე 34 წლის პაციენტს.

აღნიშნულის გამო განათლების სამინისტრომ სკოლებსა და მშობლებს სპეციალური მითითებები მისცა და სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ვირუსული მენინგიტის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში  ვირუსული მენინგიტის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
რა მითითებებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს მენინგიტთან დაკავშირებით
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
ბაღებსა და სკოლებში მე–6 კლასის ჩათვლით, სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე არ აღდგება
სამცხე–ჯავახეთში C ჰეპატიტის და აივ ინფექციის 72 შემთხვევა დაფიქსირდა
აწყურში ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა