FM97.5 / LIVE

რა მითითებებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს მენინგიტთან დაკავშირებით

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2014
საქართველოში ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარის გამო, განათლების სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები.

რა მითითებებს აძლევს განათლების სამინისტრო სკოლებს მენინგიტთან დაკავშირებით
სამინისტროს განცხადებით, იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირუსული მენინგიტით, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა კი უნდა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში.

სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

გააფრთხილონ მოსწავლეები და მასწავლებლები პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
უზრუნველყონ სველი წერილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით;
მოახდინონ მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით;
სკოლის მთელ ტერიტორიაზე განახორციელონ დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშოები;
სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიურად დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.


იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები:
გაღიზიანებადობა
უმადობა
მაღალი ტემპერატურა
ძლიერი თავის ტკივილი
კისრის დაჭიმვა
მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა
ძილიანობა
გულისრევა, ღებინება

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირისული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

[sknews.ge]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ვირუსული მენინგიტის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში  ვირუსული მენინგიტის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში ვირუსული მენინგიტი არ დაფიქსირებულა
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ახალციხის რესურსცენტრი: მუდმივი კონტაქტი გვაქვს სკოლებთან, ტარდება დეზინფექცია'
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
საფეხური: სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები ბაღებში [Audio]