FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ცხვრების კრეჭვა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 20.05.2014
რატომ არის საჭირო ცხვრის გაპარსვა წელიწადში ორჯერ და რა დაავადებები შეიძლება გაუჩნდეს ცხვარს ზაფხულის პერიოდში.

სამცხე-ჯავახეთში ცხვრების კრეჭვა დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრებმა ავთანდილ თაბაგარმა ცხვრების გაპარსვა უკვე დაასრულა. ამჟამად 9 სული ცხვარი ჰყავს. მატყლს გაჭირვების დროს ყიდის, უმეტეს ნაწილს ოჯახისთვის იყენებს.

„მაისის თვეში ყველა კრეჭს ცხვარს, ეს აუცილებელია. ყველას რომ გავპარსავთ, მოვაგროვებთ მატყლს, გავრეცხავთ, ნაწილით წინდას მოვქსოვთ, ნაწილს კი საბნისა და ლეიბის შესაკერად გამოვიყენებთ. ყველაზე თბილი საბანი ცხვირს მატყლისგან მზადდება. სად არის იმდენი, რომ გავყიდო, გოგოები მყავს და მზითევისთვის მჭირდება“, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, სოფელში მეცხვარეობას ნაკლებად მისდევენ. განსაკუთრებით გაღმა აწყურში: „უჭირს ხალხს და აღარ ინახავს“.

სპეციალისტების განმარტებით, იმისთვის, რომ ცხვარს დაავადება არ გაუჩნდეს, აუცილებელად უნდა გაიპარსოს. გაზაფხულზე, მაისის თვეში, შემოდგომით კი ნოემბერში.

„თუ არ გაიპარსა, ბევრი დაავადება შეიძლება გაუჩნდეს, გარდა ამისა, ორგანიზმი ვერ მოუსვენებს და კანი ვერ ისუნთქებს. შეიძლება გაუჩნდეს პიროპლაზმოზი, ტკიპას მიერ გამოწვეული დაავადება, ცხელება, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ძალიან დამახასიათებელია. შეიძლება განვითარდეს შინაგანი ორგანოების დაავადებები“, - ამბობს ვეტერინარი ამირან კოჩალიძე.

მისივე თქმით, ბატკანი მას შემდეგ იპარსება, რაც მთაში მიყავთ, მანამდე კი ცხვრებს პარსავენ: „რეკომენდებულია მაისის თვეში გაიპარსოს. შესაძლოა გადარეკვის შემდეგ, როცა მთაში წაიყვანენ,ერთ კვირაში“.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონში, 2013 წლის ბოლოსთვის 72.210 სული ცხვარი ფიქსირდება.
ამირან კოჩალიძე ამბობს, რომ მეცხვარეობის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა არაბეთის ბაზრის გახსნამ. საგრძნობლად შეიმჩნევა ამ დარგისადმი დაინტერესება, რამაც ბოლო პერიოდში, ცხვრის გამრავლება პერსპექტიული გახადა.

სამცხე-ჯავახეთში ცხვრების კრეჭვა დაიწყო

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
მეურნე: როგორ მოვუაროთ ცხვარს [Video]
ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა
აწყურის თემში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფელ როდიონოვკაში მგელმა 27 სული ცხვარი დაგლიჯა
სოფელ გოგაშენში მგელმა 60 სული ცხვარი დაგლიჯა [Photo]
ჯიგრაშენში მგლები ცხვრის ფარას თავს დაესხნენ