FM97.5 / LIVE

სამეზობლო დავა ავტოფარეხსა და მიწის ნაკვეთზე

მთავარისამართალი 20.05.2014
ირინა ლომიძეს მეზობლები თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ლომიძემ მათ შვილს ბინა, ავტოფარეხთან და მიწის ნაკვეთთან ერთად მიჰყიდა, ახლა კი უკან ართმევს. საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.

სამეზობლო დავა ავტოფარეხსა და მიწის ნაკვეთზე
ირინა ლომიძე

ქალაქ ახალციხეში, ადიგენის N2-ში მცხოვრებმა ირინა ლომიძემ, ჟანა თუმასიანს სამოთახიანი ბინა 2012 წლის 24 მაისს მიჰყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიუსმა დავით კიკაბიძემ გააფორმა.

დაახლოებით 6 თვის შემდეგ, ლომიძეს ჟანა თუმასიანის მშობლებმა, გევორქ და თამარა თუმასიანებმა უჩივლეს. ისინი ბინის ყოფილ მეპატრონეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ლომიძემ ბინასთან ერთად ავტოფარეხი (20,6 კვმ.) და მიწის ნაკვეთი (224.3 კვმ.) მიჰყიდა, რაშიც მთლიანად 9.000 დოლარი გადაიხადეს, მაგრამ ახლა მათი გამოყენების საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ლომიძე. იგი ამბობს, რომ ავტოფარეხი და მიწის ნაკვეთი გაფორმებული არ ჰქონდა და ამიტომ ვერ მიყიდდა.

ბინის ყოფილი მეპატრონე ირინა ლომიძე ადიგენის ქუჩაზე სამოთახიან ბინასა და მიწის ნაკვეთს, ავტოფარხეთან ერთად, 1985 წლიდან ფლობდა: „პურის მიმღებ ქარხანაში ვმუშაობდი და საცხოვრებელი მაშინ მივიღე. ბინა გაფორმებული მაქვს, მაგრამ მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი არა. 9 ოჯახი ვცხოვრობთ, არავის აქვს მიწის ნაკვეთები გაფორმებული და ამ მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გავყიდე მხოლოდ ბინა, დანარჩენს როგორ გავყიდდი, როცა ჩემ სახელზე არ არის რეგისტრირებული?! როდესაც რემონტს აკეთებდა, მთხოვა „გარაჟი“ მეთხოვებინა, ვენდე, მათ კი ბოქლომი გამოცვალეს და დაისაკუთრეს“.

სამეზობლო დავა ავტოფარეხსა და მიწის ნაკვეთზე
გევორქ თუმასიანი

ჟანა თუმასიანის მამა, გევროქ თუმასიანი კი ირწმუნება, რომ ლომიძე თაღლითია: „1.000 დოლარი გადავიხადე ავტოფარეხში და ამდენივე მიწის ნაკვეთში. მითხრა, არავის აქვს გაფორმებული და თქვენც არ შეგექმნებათ პრობლემებიო. თვითონ აქამდე ქალაქში ცხოვრობდა, ახლა ამავე ბინაში, დედამისთან გადმოვიდა საცხოვრებლად და უნდა, რომ უკან წაგვართვას“.

ლომიძის ადვოკატის, ეკა აბაშიძის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.ამიტომ, მათ ყოფილ ოლქის პროკურორს გიორგი პაპუაშვილს მიმართეს, რომ საქმე შეწყვეტილიყო, თუმცა უშედეგოდ: „სამართალდამცავმა ორგანოებმა ისიც არ გამოიკვლიეს, რომ ვისაც შეიძლება პრეტენზია ჰქონოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არის ჟანა თუმასიანი, მათი შვილი, რომელიც საერთოდ არ ფიგურირებს საქმეში. ახლა ისინი ამბობენ, რომ საქმეში მოწმის სახით დაკითხულია ნოტარიუსი დავით კიკაბიძე“.

მისივე თქმით, როდესაც ნოტარიუსში ბინის გასაფორმებლად მივიდნენ, ორივე მხარე სომხურად საუბრობდა: „საინტერესოა, კიკაბიძემ რამდენად კარგად იცის ეს ენა და თუ ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ბინის გარდა სხვა უძრავი ქონების მიყიდვაზე, მაშინ კიკაბიძე ვალდებული იყო დაედო სამომავლო პირობა ხელშეკრულების შესრულებაზე. თუ ამ ქონებას, ვგულისხმობ ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს, გაიფორმებდა ლომიძე, შემდეგ გადაუფორმებდა მათ, მაგრამ ასეთ დაპირებას ვერავინ მისცემდა, რადგან გარანტი იმისა, რომ დაუკანონებდნენ სამომავლოდ ამ მიწას, არ არსებობდა“.

მსგავს საუბარს გამორიცხავს ირინა ლომიძე: „ნოტარიუსს მიუცია ჩვენება, ჩემი თანდასწრებით „გარაჟზე“ და მიწაზე საუბრობდნენო. პოლიციამ გამოგვიცხადა, ვეყრდნობით ნოტარიუსის ჩვენებასო. მსგავსი რამ არ ყოფილა. თუ იყო, საიდან გაიგო ასე ზუსტად სომხური, რატომ არ გამოიძახა მოწმეები და თარჯიმანი? მე თუ თაღლითი ვარ, ის არ გამოდის თაღლითი? ამდენი რამე თუ მოისმინა, რატომ არსად დააფიქსირა?“.

ნოტარიუსმა დავით კიკაბიძემ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ საქმის დეტალები აღარ ახსოვს: „რა მახსოვს, რა ვთქვი მაშინ, რამდენი ხნის წინ მოხდა ეგ ამბავი. ასეთ დეტალებს, როგორ გავიხსენებ, ასობით კლიენტი მყავს. ხელშეკრულების ეგზემპლარი კი ჩემთან არ ინახება“.

ლომიძეებმა და თუმასიანებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართეს. მიწის აღიარების კომისიას, ირინა ლომიძემ 2012 წლის 7 ნოემბერს მიმართა. ლომიძე მიწის ნაკვეთის დაკანონებას ითხოვდა, თუმასიანები კი არდაკანონებას, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწა მათ ჰქონდათ შეძენილი. კომისიამ ლომიძეს მიწის დაკანონებაზე უარი უთხრა.
„ჩვენ შევაჩერეთ ეს საქმე, რადგან დღემდე დავის საგანია და ძიებაშია“, - ამბობს კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ასპანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ საქმეზე ძიება ნამდვილად დაწყებულია. გამოძიებას ახალციხის რაიონული სამმართველო სსკ–ის 180–ე მუხლით აწარმოებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი დეტალები არ განგვიმარტეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ახალციხეში მიწის დაკანონებას ითხოვს
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ
იყიდება მიწის ნაკვეთი ®
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
იყიდება ორი ორსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი [R]