FM97.5 / LIVE
კულტურის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ორი თანამშრომელი დააჯილდოვა

კულტურის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ორი თანამშრომელი დააჯილდოვა

მთავარისაზოგადოება 18.05.2014
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი ციური ლაფაჩი და ამავე მუზეუმის ფონდების მცველი გრიგოლ ჯვარიძე მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

კულტურის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მუზეუმის ორი თანამშრომელი დააჯილდოვა
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დავცის სამინისტროში 16 მაისს გაიმართა. მინისტრმა გურამ ოდიშარიამ რეგიუნილი მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა. ღონისძიება მუზეუმების საერთაშორისო დღესა და კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს მასშტაბით დაჯილდოებულ მუზეუმის თანამშრომლებს შორის არიან სამცხე–ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი ციური ლაფაჩი და ამავე მუზეუმის ფონდების მცველი გრიგოლ ჯვარიძე.

„ეს არ იყო მარტო ჩემი და ბატონი გრიგოლის ჯილდო, ეს არის აღიარება ჩვენი მუზეუმისა და ამავე დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სამომავლოდ", – განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" ციური ლაფაჩმა.

მადლობის სიგელებთან ერთად მუზეუმის თანამშრომლებს საჩუქრად ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომი და ავთო ვარაზის ნახატების ალბომი გადაეცათ.

საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება მუზეუმის საერთაშორისო დღეს 1977 წლიდან, ყოველ 18 მაისს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ მასპინძლობს.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს, 18 მაისს, ახალციხის ციხეში შესვლა უფასოა
რა იგეგმება სამცხე-ჯავახეთის  მუზეუმებში 21 მაისს
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა
კვირის აქცენტი: სარდაფში გამოკეტილი ისტორია [Video]
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ