FM97.5 / LIVE

80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის წინასასასამართლო სხდომა

მთავარისამართალი 17.05.2014
ვის შემოაკვდა 80 წლამდე ასაკის ანა ბაბოევა და რატომ გამოაკლდა მის მკვლელობაში ბრალდებული სამი პირიდან საქმეს ერთი; რაში ადანაშაულებენ ბრალდებულები პროკურატრას და რატომ გახადეს სადავო, საქმეში არსებული მტკიცებულებები;

80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის წინასასასამართლო სხდომა
ახალციხის მუნიციპალიტეტში წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის მარინე სიმონიანისა და მასთან ერთად ბრალდებული ს.ბ-ს წინა სასამართლო სხდომა, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ედებათ, თუმცა, წარდგენილ ბრალში ს.ბ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. დანაშაუალს ნაწილობრივ აღიარებს მარინე სიმონიანი.

როგორც სიმონიანის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი გვიხსნის, იგი ქურდობასა და განზრახ მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს: „ამბობს, რომ ბაბოევა ჩხუბის დროს შემოაკვდა, მოხუცს პირზე ხელი ააფარა და გაიგუდა“.

სადავო მტკიცებულებები

წინა სასამართლო სხდომაზე პროკურორის მამუკა ქომოშვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარის წარმომადგენლებმა სადავო გახადეს. ადვოკატების განცხადებით, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ცნონ მარინე სიმონიანისა და ს.ბ-ს დაკავების ოქმები, დაქტილოსკოპიური დასკვნები, ბრალდებულ ს.ბ.-ს ჩვენება, ასევე მისი ამოცნობისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში ბრალდებულები 6 თებერვალს, სოფლის ცენტრში, 30-მდე ადამიანის თანდასწრებით დააკავეს და არა 17 თებერვალს, როგორც ეს საქმეში არსებულ მასალაშია აღნიშნული. ამოცნობა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ისინი დაკავებისას ერთმანეთს შეახვედრეს. დაქტილოსკოპიური დასკვნები კი არყის ჭურჭლიდანაა გაკეთებული, ეს ისე, რომ ასეთი ჭურჭლის არც აღწერილობა და არც ფოტო მასალა საქმეში არ არის. რაც შეეხება ს.ბ. ჩვენებას, მისი ინტერესების დამცველების განცხადებით, ეს ჩვენება მუქარითა და მასზე განხორციელებული ზეწოლითაა მიღებული, ამიტომ აღნიშნული მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა ცნონ.

დააკმაყოფილებს თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი დაცვის მხარის შუამდგომლობებს და ცნობს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებებს დაუშვებლად, ორშაბათს, 19 მაისს გაირკვევა.

მანამდე კი ს.ბ-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ირწმუნება, რომ მკვლელობის დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის ადგილზე არ იმყოფებოდა: „მარინე სიმონიანი აცხადებს, რომ როცა ანა ბაბოევა შემოაკვდა, იქ მის გარდა არავინ ყოფილა. უფრო მეტიც, მკვლელობაში მონაწილეობა არც მ.ს-ს (მესამე ბრალდებული) მიუღია. სიმონიანმა მ.ს-ს მას შემდეგ დაურეკა და მივიდა, თუ თავიდანვე იცოდა, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა, ეს ჯერ გამოძიებით არ დადგენილა“.

ვინ გამოაკლდა მკველობაში ბრალდებულებს

1984 წელს დაბადებული მ.ს. ბაბოევის მკვლელობაში გამოძიების დაწყებისას მარინე სიმონიანთან და ს.ბ-თან ერთად იყო ბრალდებული, თუმცა მისი საქმე გადაკვალიფიცირდა და იგი მკვლელობის ნაცვლად დანაშაულის შეუტყობინებლობაში დაადანაშაულეს.

„მ.ს-ს ჯგუფურ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი და შემდეგ ისე, რომ საქმეში არაფერი ახალი მტკიცებულება არ აღმოჩენილა, დაუჯერეს, თითქოს მკვლელობაში არ მონაწილეობდა. ეს ეჭვს ბადებს, რომ საქმე გვაქვს უკანონოდ დაპირებულ შეღავათთან“, - აცხადებს ბარძიმაძე და ამატებს, რომ ეს შეღავათი უკვე სახეზე გვაქვს, მ.ს. მკვლელობის საქმეში აღარ ფიგურირებს.

მართლაც მ.ს.–ს საქმე მკვლელობაში ბრალდებულთა საქმეს გამოეყო და მისი წინა სასამართლო პროცესი მკვლელობაში ბრლადებულების სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა.

მ.ს-ს. ბრალი არა მხოლოდ გარდაცვლილი ბაბოევას გაქურდვასა და მისი მვკლელობის შესახებ ინფორმაციის დაფარვაში ედება. იგი ამ ორ ეპიზოდთან ერთად კიდევ ორ ეპიზოდში, ქურდობაშია ბრალდებული.

ბრალდების მხარის მტკიცებით, გარდა იმისა, რომ მან გარდაცვლილი ბაბოევა გაქურდა, სხვადასხვად დროს ს. მიქაელიანის თავლიდან ბარგალკა და მისივე ეზოდან გუთნის ოთხი ცალი ფრთა მოიპარა.

მ.ს.ოთხივე ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს. მისი საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს 2 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ბაბოევა სამართალდამცავებმა 16 თებერვალს საკუთარ ბინაში იპოვეს. 17 თებერვლას კი მარინე სიმონიანი, ს.ბ. და მ.ს. დააკავეს. მომხადარზე ძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა) დაიწყო.

აქვე შეგახსენებთ, შესაძლოა ეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ მოსამართლე დაცვის მხარის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს იქნება პირველი საქმე სამცხე–ჯავახეთიდან, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა