FM97.5 / LIVE

პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

მთავარისამართალი 16.05.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტში წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის მარინე სიმონიანისა და მასთან ერთად მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს, დიდი ალბათობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

პირველი საქმე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრებში 80 წლამდე ასაკის ანა ბაბოევის მკვლელობისა და ძარცვისთვის ბრალდებულების საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი 19 მაისს გაირკვევა.

1970 წელს დაბადებულ მარინე სიმონიანისა და 1951 წელს დაბადებული ს.ბ-ს ბრალი ედებათ სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილითა ( განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯგუფურად) და 177-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური ქურდობა). 109-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას16-დან 20-წლამდე, ან უვადოდ, 177-ე მუხლი კი 4-დან 5 წლამდე ზღუდავს თავისუფლებას.

მარინე სიმონიანის ერთ-ერთი ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, რადგან სიმონიანი დაკავებისას საჯარო მოხელე იყო და მისთვის წაყენებული მუხლი უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქვემდებარეა.

„მოსამართლე თავად არკვევს ასეთ შემთხვევაში, სურთ თუ არა მხარეებს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. დაცვის მხარე უკვე შეთანხმებული ვართ, რომ საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემა მოვითხოვოთ“, - აცხადებს ს.ბ-ს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

მისი თქმით, ნაფიც მსაჯუთლა სასამართლოზე მეტი შანსია იმის, რომ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ: „ჩვენი აზრით, საქმეში ბევრი უზუსტობაა და მტკიცებულებებიც პროცესუალური ნორმების დარღვევითაა მოპოვებული“.

პროკურორის, მამუკა ქომოშვილის განმარტებით, საპროცესო კანონდებლობის თანახმად, თუ მხარე მოითხოვს რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, მოსამართლე ამაზე უარს ვერ იტყვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრალდების მხარე წინააღდეგი იქნება.

ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველად არცერთი საქმე არ გადასცემია. ანა ბაბოევის მკვლელობაში ბრალდებულების საქმე რეგიონიდან პირველი იქნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.01.2020 საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს

21.01.2020 სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ

21.01.2020 არასამთავროები წულუკიანის მიერ ციხის ვიდეოს გასაჯაროებას კანონდარღვევად აფასებენ

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელე დაკითხეს
მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
მკვლელობაში ბრალდებულ საჯარო მოხელეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ადვოკატები: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს [Video]
დაუშვებელი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებული საჯარო მოხელის საქმეში
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული სერგეი ბაბოიანი გაამართლეს