FM97.5 / LIVE

ავარიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მთავარისაზოგადოება 17.07.2012
ახალქალაქი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თერჯოლის მონაკვეთთან ავტომანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც.

ავარიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მენეჯერის მაია რუხაძის თქმით, პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ხუთი დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამათგან, ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი პაციენტი კი ამ წუთებში თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ.

შემთხვევა სოფელ ბარდუბანთან მოხდა. როგორც ირკვევა, "შკოდას" მარკის ავტომანქანა ჯერ "ბეემვეს" შეეჯახა, შემდეგ კი მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად ”მარშუტკას” ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსი ახალციხე-ქუთაისის რეისს ასრულებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ”სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის ავტოსადგურში დაუდასტურეს, ეს არის ახალქალაქი-ბათუმის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც ახალქალაქის მცხოვრები მართავდა. მიკროავტობუსი ახალქალაქიდან მიემართებოდა.

”სამხრეთის კარიბჭე” დეტალების დაზუსტებას ამ წუთებშიც ცდილობს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

აწყურთან ავარიას შსს–ს თანამშრომელი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა
აწყურთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ასპინძა – ახალქალაქის გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
6 დაღუპული, 5 დაშავებული
სოფელ ჭაჭარაქში ავარიას  მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
აბასთუმანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა