FM97.5 / LIVE

ნათესების, ხეხილისა და შინაური ფრინველების გარეშე დარჩენილი ასპინძელები დახმარებას ითხოვენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.05.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგადად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. თვითმმართველობაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს ერთ კვირაში დაითვლის, ამის შემდეგ გადაწყდება, რითი დაეხმარებიან დაზარალებულებს.

ნათესების, ხეხილისა და შინაური ფრინველების გარეშე დარჩენილი ასპინძელები დახმარებას ითხოვენ
12 მაისს, ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, დაბა ასპინძა და სამი სოფელი: ოთა, ოშორა და დამალა დააზარალა. დამალიდან წამოსულმა წყალმა დაბა ასპინძაში სასაფლაო და სახლები დატბორა, ოთის წყლის ადიდების გამო კი რამდენიმე საათით გადაიკეტა დაბა ასპინძის ცენტრალური მაგისტრალი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ.

ნათესების, ხეხილისა და შინაური ფრინველების გარეშე დარჩენილი ასპინძელები დახმარებას ითხოვენ„მოვარდა ადიდებული წყალი, გადმოვიდა გზებზე, ჩვენს კაფეშიც შემოვიდა. თავს ვუშველეთ, შენობიდან მაშველებმა გაგვიყვანეს, მაგრამ კედლები დასველდა, წყალმა ყველაფერი გააფუჭა“, – ამბობს დაბა ასპინძაში მდებარე კაფე „ევროპას“ თანამშრომელი ნინო ბერიძე.
წყალი შევიდა დაბა ასპინძაში მდებარე ცენტრალურ პურის საცხობშიც. თანამშრომლების თქმით, დაზიანდა შენობა, დასველდა რამდენიმე ტომარა ფქვილი და გაფუჭდა საცხობში მომარაგებული მარილი, ზეთი და საფუარი.

„რვა ტომარა ფქვილი, ორი ტომარა მარილი, ორი ხუთლიტრიანი ზეთი, ათი შეკვრა საფუარი – ყველაფერი გადასაყრელია. თუ რამე იყო, ყველაფერი გაფუჭდა, შენობაც შესაკეთებელია. გუშინ მაშველები დაგვეხმარნენ, შენობიდან წყალი ამოვტუმბეთ, ახლა ჩვენ თვითონ ვასუფთავებთ“, – გვეუბნება უფროსი მცხობელი ნოდარ ზურაბაშვილი.

ნათესების, ხეხილისა და შინაური ფრინველების გარეშე დარჩენილი ასპინძელები დახმარებას ითხოვენსტიქიამ ადგილობრივების შინაური პირუტყვი და ფრინველი დახოცა. განადგურებულია ნათესები და ხეხილი.

„ორი გოჭი მყავდა ახალი ნაყიდი და წყალმა წაიღო“, – ამბობს ასპინძაში მცხოვრები ზურა თარხნიშვილი.

„28 წელია აქ ვარ და ასეთი რამე არ მინახავს, აქამდეც ადიდებულა ოთის წყალი, მაგრამ ასე რომ გაენადგურებინა ყველაფერი, არ მახსოვს. ორი ხბო დამეკარგა ამ სტიქიის დროს. მეზობლის ღორები და ქათმები მოყავდა წყალს“, – ამბობს ასპინძელი ირმა თარხნიშვილი.

„საღორე დაანგრია, სამი გოჭიც წყალმა წაიღო, 30 ფრთა ქათამი და 50 ცალი წიწილა წაიღო. ხიდი მოწყვიტა, რომლითაც იმ ნაკვეთს ვუკავშირდებოდით, რომელსაც ვამუშავებთ“, – ამბობს ასპინძის მკვიდრი თინა მელიქიძე.

ნათესების, ხეხილისა და შინაური ფრინველების გარეშე დარჩენილი ასპინძელები დახმარებას ითხოვენსტიქიით დაზარალებულ ასპინძაში გუშინვე გაემგზავრასამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. დღეს დილიდან, კი ასპინძის გამგეობაში გამართულ სპეციალურ სხდომაზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სტიქიის შედეგებს შეისწავლის.

„ერთი ინფრასტრუქტურის მიმართულებით იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებს შეამოწმებენ. მეორე ჯგუფი დაბა ასპინძაში და სოფელ ივერიაში, სასოფლო–სამურნეო სავარგულების მდგომარეობას შეისწავლის. მესამე ჯგუფი სოფელ დამალაში იმუშავებს, სადაც მეწყრული პროცესებიც დაიწყო და სახლებს მიადგა ზიანი, ერთი ჯგუფი კი ოთასა და ოშორას აღწერს“, – განმარტავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლოს მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი და ამატებს, რომ რამდენი ოჯახია დაზარალებული ამ დროისთვის ცნობილი არაა.

მისივე თქმით, ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას ერთ კვირაში დაასრულებს. ამის შემდეგ გადაწყდება ვინ და რა ფორმით დაეხმარება დაზარალებულებს.

[თამარ თოთაძე, ასპინძა]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
ასპინძაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან და დახმარებას ელიან [Video]
ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიით დაზარალებული ასპინძელები დახმარებას ელიან
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]