FM97.5 / LIVE

რა უნდა ცხენს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.05.2014
ჩამორთმეული ცხენი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე; როგორ მოხვდა ცხენი სამართალდამცავებთან და რატომ აპირებენ მის აუქციონზე გაყიდვას;

რა უნდა ცხენს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში
სახელმწიფოს განსაკარგავად გადაცემულ მანქანებს, ხე-მასალასა და სხვა ნივთებს შორის, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეა, ცხენიც გამოჩნდა.

ცხენი თურქეთის მოქალაქეს, ყარსის რაიონის დაბა არაფაჩაიში მცხოვრებ ბულენტ ერდაგს ეკუთვნოდა. მან 2014 წლის 9 იანვარს, ასპინძის მუნიციპალიტეტში საქართველო-თურქეთის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ბულენტ ერდაგი ცხენით საქართველოს ტერიტორიაზე შვიდ კილომეტრში შემოვიდა. იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალი 11 იანვარს, სსკ-ის 334-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით (საქმე N 1/035-14წ), ერდაგს დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ ჯარიმა 5000 ლარი, ასევე ქონების ჩამორთმევა განესაზღვრა. კერძოდ, მან სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ ერთი სული ცხენი გადასცა.

„ერდაგთან საპროცესო გაფორმდა და გაათავისუფლეს, ის უკვე საკუთარ სახლშია“, - ამბობს ბულენტ ერდაგის ადვოკატი კახა ასპანიძე და ამატებს, რომ თუ ერდაგი გამართლდებოდა, მაშინ ჩამორთმეულ ცხენს უკან დაუბრუნებდნენ, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი ვერ დადგებოდა, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

ჩამორთმეულ ცხენი შესანახად ჯერ შსს სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) N5 სასაზღვრო სექტორ „ნიალას“ გადაეცა, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოდერძი ტაბატაძე ამბობს, 16 მაისს ცხენს გასაყიდად აუქციონზე გაიტანენ.

რა უნდა ცხენს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოშისააგენტოს ტერიტორიაზე არსებული ცხენის შესახებ ინფორმაცია დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაონულმა ოფისმა, ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

„გარემოს დაცვის სააგენტოს მუშაკებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის მკვიდრი გ.მ და მისი ცხენი დააჯარიმეს სახელმწიფო ქონების მისაკუთრებისთვის. ფაქტი კი შემდეგში მდგომარეობს, 10 მაისს, გ.მ–მ მდინარე ურავლის წყლის ნაპირზე შეშა მოაგროვა და თავისი ცხენით სახლში მიჰქონდა, რა დროსაც გარემოს დაცვის სააგენტოს მუშაკებმა დააჯარიმეს, ცხენი ჩამოართვეს და მოსახურების სააგენტოს საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს“, – წერს ახალციხე ენმ და ამ შემთხვევას სამარცხვინოს უწოდებს.

თუმცა, როგორც ტაბატაძე აცხდებს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია: „შესაძლოა, ვიღაცა დააჯარიმეს კიდეც, მაგრამ ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ეს ცხენი ნამდვილად თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ახალციხის მერობის კანდიდატი, გელა დემეტრაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ–ერთი მოქალაქის ნაამბობზე დაყრდნობით გაავრცელეს.

რა უნდა ცხენს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

06.07.2020 საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

06.07.2020 სპორტდარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

მომსახურების სააგენტოს ახალციხელ თანამშრომლებს ნარკოლოგიურად ამოწმებენ
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალციხეში გაცნობითი შეხვედრა გამართა
პაუზა ლექსით: "ბედისწერის ცხენი" – გოდერძი ჩოხელი [Audio]
აბასთუმანში, ობსერვატორიასთან მგელმა ცხენი შეჭამა
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტრო: ‘ჩამორთმეულ მანქანებს საქმეების დასრულების შემდეგ დავაბრუნებთ’
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების 26 ფაქტი გამოვლინდა