FM97.5 / LIVE

მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.05.2014
Mercy Corps-ის, World Vision-ისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, სოფელ მუსხში, 50 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბაღის გასახსნელად Mercy Corps–მა ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. სათამაშოებისა და ინვენტარის შეძენაზე კი World Vision-მა იზრუნა.

„ამ სოფელში აქამდე არასოდეს ყოფილა საბავშვო ბაღი“, – ამბობს Mercy Corps-ის წარმომადგენელი ნინო ლომიძე.

მისივე თქმით, შენობის რეაბილიტაცია 68.000 ლარამდე დაჯდა. აქედან 80 პროცენტი Mercy Corps-ის, დანარჩენი კი ადგილობრივი თვითმმართველობის წილი იყო.

„მუსხის მოსახლეობას დიდიხანია უნდოდა საბავშვო ბაღი, მხოლოდ ბიუჯეტის სახსრებით ამას ვერ ვახერხებდით. ეს საბავშვო ბაღი არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა.

მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნასაბავშვო ბაღში, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, ამ ეტაპზე 40 პატარაა რეგისტრირებული.

„ამჟამად ორი ჯგუფი გვაქვს, 2-დან 4-წლამდე და 4-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის“, – ამბობს მუსხის საბავშვო ბაღის მენეჯერი მარი ოქრომელიძე.

მუსხში ამბობენ, რომ სოფელში საბავშვო ბაღის გახსნით ბევრი ოჯახის პრობლემა მოგვარდება.

„ბაღი უფრო ადრე უნდა გახსნილიყო, სოფელში ბევრი მცირეწლოვანი ბავშვია. ჩემი ორი შვილიშვილი სკოლაში ისე მივიდა, რომ ბაღში არ უვლიათ, მესამეს კი გაუმართლა“, - ამბობს მუსხის მკვიდრი მარალა გვარამაძე.

საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას Mercy Corps-ის, World Vision-ის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრებს ლექსებითა და სიმღერებით დახვდნენ.

მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სხვილისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება