FM97.5 / LIVE

'ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი' – შეთავაზება სტუდენტებს

მთავარისაზოგადოება, არჩევნები 13.05.2014
ახალგაზრდების გააქტიურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართულობისთვის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა პროექტის განხორციელება დაიწყო.

'ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი' – შეთავაზება სტუდენტებს
ორგანიზაცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეეცადონ შეცვალონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ.

ახალგაზრდებმა უნდა მოამზადონ ტექსტური ან ვიდეობლოგი, რომელშიც იქნება ორი ისეთი ინიციატივა, რომლის განხორციელება, ავტორის აზრით, სასარგებლო იქნებოდა ახალციხისთვის.

ბლოგები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს (უნდა ეხებოდეს ქალაქის საჭიროებას და იმ პირების ფუნქციებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებები არიან) „სამხრეთის კარიბჭეს“ ვებგვერდზე განთავსდება. („სამხრეთის კარიბჭე“ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაციაა სამცხე–ჯავახეთში). გამოქვეყნებული ბლოგები ანაზღაურდება.

მას შემდეგ, რაც გარკვეული რაოდენობის ბლოგები დაგროვდება, ორგანიზაცია ახალციხეში, ქალაქის მერობის კანდიდატებისა და ახალგაზრდების შეხვედრას მოაწყობს. დისკუსიაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, თავიანთ ბლოგებში გამოთქმული აზრი დაასაბუთონ და კიდევ ერთხელ განმარტონ, რა დახმარება სჭირდებათ ხელისუფლებისგან.

პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მიერ, საქართველოს ხუთ ქალაქში ხორციელდება. პროექტი დასრულდება საერთო კონკურსით, რომელშიც ყველა გამოქვეყნებული ბლოგი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

პროექტში ჩართვა ახალციხელ სტუდენტებს ორგანიზაციამ უკვე შესთავაზა. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში შეხვედრა 30 აპრილს შედგა. სტუდენტების ნაწილი ბლოგებზე უკვე მუშაობს.

სტუდენტებმა ტექსტური ან ვიდეობლოგი უნდა წარადგინონ www.sknews.ge-ს რედაქციაში, ორი კვირის ვადაში. სტუდენტებს ტექნიკურ დახმარებას “სამხრეთის კარიბჭე“ გაუწევს.

'ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი' – შეთავაზება სტუდენტებს

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის შეთავაზება სტუდენტებს
„მოქალაქის“ შეთავაზება სტუდენტებს
ახალციხეში გამარჯვებული ბლოგერი თორნიკე მაისურაძე გახდა
ფასიანი სტაჟირება სტუდენტებისთვის
ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა
გვანცა ჩინჩალაძის ორი ინიციატივა სტუდენტების გასააქტიურებლად [ Video]
ვინ გახდება გამარჯვებული 11 ადგილობრივი სტუდენტიდან, ერთ საათში გაირკვევა