FM97.5 / LIVE

დღეიდან სადაზღვევო პოლისების დარიგება დაიწყო

მთავარი 16.07.2012
”ლიბერთი ბანკის” ახალციხის ფილიალში დღეს დილიდან ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება დაიწყო.

დღეიდან სადაზღვევო პოლისების დარიგება დაიწყო

ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.

სახელმწიფო დაზღვევის პოლისი ეკუთვნით: საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს.

საპენსიო ასაკის მოქალაქეებს სადაზღვეო პოლისის მიღება ”ლიბერთი ბანკის” საშუალებით, კუთვნილ პენსიასთან ერთად შეუძლიათ. დანარჩენებს კი საქართველოს ფოსტის თანამშრომლები პოლისს რეგისტრირებულ მისამართზე მიუტანენ.

”ლიბერთი ბანკის” ახალციხის ფილიალში დილიდან მოქალქეების რიგია. ამიტომ, ბანკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თანამშრომლები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ორი დღის განვალობაში ისინი დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე იმუშავებენ.

სადაზღვეო პოლისებს დაარიგებს საქართველოს ფოსტის 500-ზე მეტი თანამშრომელიც.

რამდენ მისამართზე მოუწევთ მისვლა ახალციხის მუნიციპაიტეტში, შპს საქართველოს ფოსტის ახალციხის ქვეგანყოფილების უფროსმა ავთანდილ აბესაძემ ზუსტი რაოდენობა არ იცის.

- ”ზუსტი რაოდენობა არ ვიცით და შესაბამისად, არც ის ვიცით რამდენი თანამშრომელი დაგვჭირდება. ხუთი თანამშრომელი გვყავს, მათ შორის ერთი ფელდეგერია და ერთი სტაჟიორი, რომელიც მიმაგრებულია თანამშრომლებზე და სწავლობს დარიგების სპეციფიკას”, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, თუ სამუშაო ბევრი იქნება, თანამშრომლებს დაამატებენ.

ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები ძალაში 2012 წლის 1 სექტემბრიდან შევა. თუ პირველ სექტემბრამდე მოქალაქემ პოლისი ვერ მიიღო, შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს ახლომდებარე ფილიალს მიმართოს.

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ფარგლებში მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების, ექიმთან კონსულტაციის, ამბულატორიული მკურნალობის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების, ასევე სხვა ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯები აუნაზღაურდებათ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სადაზღვევო პოლისს საქართველოს მასშტაბით 550 000 პენსიონერი, 250 000-ზე მეტი ბავშვი და 110 000-მდე სტუდენტი მიიღებს. ამჟამად სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს. კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 500 ათას მოქალაქეს აღწევს. 2012 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.

პოლისებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროში 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია 1505-ზე დარეკოს.

[თინათინ ზაზაძე,ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წინასაარჩევნოდ  გააქტიურებული დაზღვევის თემა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული
21 სექტემბრიდან, ერთი თვე, საქართველოს პასპორტს 100–ის ნაცვლად 70 ლარად აიღებთ

დავით ბაქრაძის ვიზიტი მესხეთში
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება