FM97.5 / LIVE

8 მაისის ღამეს ახალციხეში დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს

მთავარისამართალი 11.05.2014
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, ტარებასა და გადაზიდვა-გასაღებაში ბრალდებულ ლევონ. კ-ს. დღეს, 11 მაისს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 მაისის ღამეს ახალციხეში დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს
ახალციხეში მცხოვრები, 1980 წელს დაბადებული ლევონ კ. რომელიც სამართალდამცავებმა 8 მაისს დააკავეს, დანაშაულს აღიარებს.

აღკვეთის ღონისძიებად დაცვის მხარემ 3000 ლარი გირაო მოითხოვა, მის უზრუნველყოფამდე პატიმრობით. ბრალდების მხარემ კი პატიმრობით იშუამდგომლა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა, პროკურორის მამუკა ქომოშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლევონ.კ-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ გარიგების საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაკავებულმა მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღები აყიდინა, რომლებიც მათ თავიანთ სახელზე გაიფორმეს, რის შემდეგაც ლევონ კ. აღნიშნული იარაღის უკანონო რეალიზაციას აწარმოებდა.

სამართალდამცველებმა ლევონ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული „ბერეტა“-ს სისტემის 1 პისტოლეტი, „ტაურუსი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი, „გლოკი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი და „გირსანი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარებისა და გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ დააკავეს 8 მაისის ღამეს ახალციხეში მამაკაცი?
ბორჯომში შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შსს-მ ბორჯომში უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო