FM97.5 / LIVE
რატომ დააკავეს 8 მაისის ღამეს ახალციხეში მამაკაცი?

რატომ დააკავეს 8 მაისის ღამეს ახალციხეში მამაკაცი?

მთავარისამართალი 10.05.2014
8 მაისს, გვიან ღამით, ახალციხეში დაკავებულ მამაკაცს, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარებასა და გადაზიდვა-გასაღებას ედავება.

რატომ დააკავეს 8 მაისის ღამეს ახალციხეში მამაკაცი?
შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და კონტრტერორისტული ცენტრის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლევონ კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ უკანონო გარიგების საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაკავებულმა მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღები აყიდინა, რომლებიც მათ თავიან სახელზე გაიფორმეს, რის შემდეგაც ლევონ კ. აღნიშნული იარაღის უკანონო რეალიზაციას აწარმოებდა", – აცხადებენ შსს–ში.

სამართალდამცველებმა ლევონ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული „ბერეტა“-ს სისტემის 1 პისტოლეტი, „ტაურუსი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი, „გლოკი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი და „გირსანი“-ს სისტემის 1 პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით).

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა 8 მაისს, გვიან ღამით დააკავეს.

[Sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

8 მაისის ღამეს ახალციხეში დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს
ბორჯომში შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს