სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ავტოსაგზაო შემთხვევებით სამცხე-ჯავახეთი მესამე ადგილზეა

მთავარისაზოგადოება 08.05.2014
2012 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოში 605 ადამიანი დაიღუპა და 7734 დაშავდა. ავტოავარიების სიხშირითა და დაშავებულების მაჩვენებლით, საქართველოს რეგიონებს შორის, სამცხე-ჯავახეთის მესამე ადგილზეა.

ავტოსაგზაო შემთხვევებით სამცხე-ჯავახეთი მესამე ადგილზეა
იმისათვის, რომ მსგავსი სტატისტიკა შეიცვალოს, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს მასშტაბით, ახალი პროექტი „მეგობრული გზები“ დაიწყო. ფონდში განმარტავენ, რომ პროექტის მიზანი საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა და გზებზე არსებული, ეგრეთ წოდებული, შავი წერტილების შემცირება.

პროექტის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მოქალაქეების დახმარებით საქართველოს რეგიონებში, გზებზე არსებულ, ეგრეთ წოდებულ, შავი წერტილებს, ანუ იმ ადგილებს მოუყრიან თავს, სადაც ყველაზე ხშირად ხდება საგზაო შემთხვევები.

„შემდეგ უნდა მოვახდინოთ ამ შავი წერტილების აღმოფხვრა“, - განმარტავს ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.

პროექტის პრეზენტაცია დღეს, 8 მაისს, ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში შედგა. პროექტის ხელმძღვანელებმა შეკრებილებს პროექტი გააცნეს და აუხსნეს, როგორ შეუძლიათ საგზაო უსაფრთოებაში თავიანთი წვლილის შეტანა.

„პროექტში ჩართვა ძალიან მარტივია, პირველ რიგში უნდა შემოვიდნენ ჩვენს ვებ-გვერდზე, სადაც არის ორი განყოფილება, საგზაო შემთხვევებისა და შავი წერტილების. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ აღწერონ პრობლემა, რუქაზე მიუთითონ ადგილი, სადაც აღნიშნული პრობლემაა, გადაიღონ ფოტო ან ვიდეო და ატვირთონ. შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას ამოვიღებთ და როცა მოგვარების ეტაპზე გადავალთ, მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღმოფხვრან ეს შავი წერტილები“, - ამბობს ირაკლი იზორია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს გზებზე ავტო ავარიის შედეგად, 2012 წელს საქართველოში 605 ადამიანი დაიღუპა და 7734 დაშავდა. ირაკლი იზორია ამბობს, რომ იმ რეგიონებს შორის, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, სამცხე-ჯავახეთის მესამე ადგილზეა: „ანუ სადაც სიკვდილიანობა და დაშავებულების რაოდენობა არის ძალიან მაღალი. ეს გამოწვეულია გზებზე არსებული სიტუაციით, არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნებით, ქცევის კულტურით, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ბევრი სამუშაოა ამ რეგიონში იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს“.

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, 2006 წელს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისა (FIA Foundation) და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძნდა. ფონდი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.

ავტოსაგზაო შემთხვევებით სამცხე-ჯავახეთი მესამე ადგილზეა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა
‘გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!’ – საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული
“შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” –  აქცია ახალციხეში [Photo]
კონკურსი სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე
ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება