FM97.5 / LIVE

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.05.2014
2014-2015 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ქალაქ ახალციხის 5 სკოლაში ჯამში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში პირველ ეტაპზე რეგისტრაცია 45–მა პირველკლასელმა გაიარა. სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძე ამბობს, რომ გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც სავარაუდოდ 6 პარალელური კლასი გაიხსნება.

30 პირველკლასელი დარეგისტრირდა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში. აქ 4 პარალელური კლასის გახსნა იგეგმება.

7 ბავშვია დარეგისტრირებული მეექვსე საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, სკოლა 25 მოსწავლეზე მეტს ვერ მიიღებს.

კერძო სკოლა „მზექაში“ ამ ეტაპზე 9 პირველკლასელია დარეგისტრირებული. მეექვსე სკოლის მსგავსად, აქაც ერთი კლასი გაიხსნება.

12 პირველკლასელია დარეგისტრირებული მეორე საჯარო სკოლაში, მესამე საჯარო სკოლაში კი ამ ეტაპზე რეგისტრაცია 10–მა პირველკლასელმა გაიარა.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 23 აპრილს დაიწყო და 2 მაისს დასრულდა. ამ ეტაპზე სკოლებში ის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპი, ონლაინ რეგისტრაცია, 2014 წლის 20 მაისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ ეტაპზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას. მეორე ეტაპზე სკოლებში დოკუმენტაციების მიღება 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

პირველკლასელთა რეგისტრაცია სრულდება
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელებისთვის ახალციხის სკოლებში
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში 344 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის