FM97.5 / LIVE

უბედური შემთხვევა თბილისში

მთავარისაზოგადოება 16.07.2012
გასართობის სპორტის ერთ-ერთ სახეობას, ექსტრემალურ ხტომას, თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა თბილისში

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, ეგრეთ წოდებული "როუფ ჯამფინგის" დროს 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი გარდაიცვალნენ.

"როუფ ჯამფინგი" გასართობი სპორტის ერთ-ერთი სახეობაა და ხიდიდან თოკით ხტომას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ჯერ მთავარი, შემდეგ კი დამცავი თოკის გაწყვეტამ გამოიწვია. უქმეე დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლეს და ერთის ფასად ხიდიდან ორნი ერთად გადახტნენ.

უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან ე.წ. "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში, საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი 35 მეტრი. უბედურ შემთხვევამდე შეჯიბრი იმართებოდა. ყანდაშვილი და გოლეთიანი ხიდიდან ერთი თოკით ბოლოები გადმოხტნენ.

- “ჩვენი ინფორმაციით, ღონისძიება სრულდებოდა, როდესაც ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა ერთად გადახტომა გადაწყვიტეს. ვფიქრობ, რომ ორი ადამიანის ერთად გადახტომა არ შეიძლება და ფაქტიც ამაზე მეტყველებს, რამდენადაც გაწყდა როგორც ძირითადი, ასევე სათადარიგო თოკი. გამოძიება შეისწავლის მიზეზებს და აუცილებლად გატარდება შესაბამისი ზომები”, - აცხადებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ინსტრუქტორებსა და სამოყვარულო ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლებს სამართალდამცავები გუშინ გვიან ღამემდე კითხავდნენ.

სპორტის ეს სახეობა კომპანია “ექსტრიმ თინის” ორგანიზებით ეწყობა. როგორც “სამხრეთის კარიბჭემ” გაარკვია, კომპანია დიდ დიღმის მესამე მიკრორაიონში, ბიძიან გუჯაბიძის შვილის ირაკლი გუჯაბიძის სახლშია დარეგისტრირებული. კომპანია ექსტრემალებს უსაფრთხოების 100-პროცენტიან გარანტს აძლევს და ირწმუნება, რომ სიმაღლიდან ხტომისთვის ყველა საჭირო დეტალი და მოწყობილობა ოფიციალური დილერებისგანაა შეძენილი. გუჯაბიძეებმა პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

[რუსუდან მამასახლისი, თბილისი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან გადავარდა
16 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა
ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცი გორის საავადმყოფოში  გადაიყვანეს
ახალციხეში, თამარაშვილის ხიდიდან ფოცხოვში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა
უბედური შემთხვევა ბაკურიანში–გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალბატონი
უბედური შემთხვევა ბაკურიანში – სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ზვავმა მოიყოლა