FM97.5 / LIVE

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი პროკურატურის წინააღმდეგ

მთავარისამართალი 06.05.2014
რაზე იკამათეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა და ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის მშობლებმა. რაში ადანაშაულებენ ენდელაძეები პროკურორებს და რა დეტალებს ყვებიან 16 დეკემბერს მომხდართან დაკავშირებით;

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი პროკურატურის წინააღმდეგ
1 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის მშობლები სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორებს შეხვდნენ.

„ადიგენის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ, რეგიონის პროკურორს უნდა თქვენთან შეხვედრაო. ნაკვეთში ვიყავით და იმ წუთში არ გვეცალა, რომ მოვრჩით საქმეს წამოგვიყვანეს“, - გვიყვება გარდაცვლილის დედა ნაზი აბუთიძე და ამატებს, რომ ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს იმ პირობით გამოყვნენ, რომ ნამდვილად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორს შეხვდებოდნენ და არა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორს კახა ლეკიშვილს.

საოლქო პროკურატურაში შეხვედრა ახალციხის რაიონულ პროკურორს გოდერძი გოდერძიშვილს, კახა ლეკიშვილსა და გარდაცვლილის მშობლებს შორის შედგა. როგორც ენდელაძეები ამბობენ, მათი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ოლქის პროკურორის ნაცვლად, მათ პროკურატურაში სხვა პროკურორები შეხვდნენ.

„ოლქის პროკურორთან შეხვედრას ვითხოვთ რამდენი ხანია და არ გვხვდება. ამისთვის 14 აპრილს წერილობითაც მივმართეთ“, - ამბობს აბუთიძე.

14 აპრილს საოლქო პროკურატურაში ედნელაძეების მიერ შეტანილი 2 განცხადება მართლაცაა, თუმცა, როგორც აქ გვიხსნიან, არცერთი მათგანი საოლქო პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნას არ ეხება.

„მხოლოდ 14 აპრილის კი არა, საერთოდ, არცერთი მათი პროკურატურაში შემოტანილი განცხადება არ ეხება ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორმა ლევან პაქსაშვილმა, - მე რომ დამებარებინა ენდელაძეები შესახვედრად, მაშინ ახალქალაქში კი არ წავიდოდი საქმეების მოსასმენად, აქ დავხვდებოდი მათ“.

გოდერძიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა: „მინდოდა სისხლის სამართლის ახალ დეტალებზე მესაუბრა მათთან“.

საპირისპიროს აცხადებენ ენდელაძეები.

„არ ვიცით რისთვის დაგვიბარეს, ექსპერტიზის პასუხს ჩვენ არ გვაცნობენ და გამოძიების ახალ დეტალებზე არაფერს გვეუბნებიან. რამდენი პროკურატურაში ჩამოვედი, იმდენი ბრმად გამოგვისტუმრეს იქიდან. ძალიან გავმწარდი, იმ დონემდე მივედი, რომ მაგიდას ხელიც კი ავკარი“, - ამბობს ნაზი აბუთიძე.

შეხვედრას რომ ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, ამას პროკურატურაშიც გვიდასტურებენ.

გარდაცვლილის დედის თქმით, პროკურორებმა მას 16 დეკემბრის ღამეს, შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილის რ.დ-ს ჩაწერა სთხოვეს, სადაც რ.დ. მოყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოკლეს ცემაში ბესო ენდელაძე.

ნაზი აბუთიძის განცხადებით, მასთან საუბარში რ.დ-მ ბესოს მკვლელობის შესახებ ერთხელ უკვე აღიარა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ 16 დეკემბრის ღამეს მომხდარი ჩხუბის თვითმხილველი აღარაფერს იტყვის: „მე ჩაწერა როგორ უნდა მოვახერხო?! თვითონ პროკურორები რას მიკეთებენ?!“

აბუთიძე ამბობს, რომ რ.დ-მ იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში16 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით ერთი თვის წინ აღიარა: „სამხარეო სამმართველოდან გამოვდიოდი, უნივერსიტეტისკენ მიდიოდა, თვითონაც სამმრთველოში იყო ალბათ. გზაზე წამოვეწიე და მითხრა, ორმა ხელები გაუკავა და ორი ურტყამდაო“.

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, მისი შვილი ა. ბ-მ, შ. ბ-მ, ტ. ც-მ და ზ. დ-მ მოკლეს. მათი თანამზრახველები კი ზ. მ. და ბ. მ. იყვნენ: „თვითონ რ.დ. ამ ყველაფერს მანქანიდან უყურებდა. ის არაფერ შუაშია, მაგრამ კარგი ბიჭი მაშინ იქნებოდა, როგორც კი გაიგო ის, რომ ბესო უნდა მოეკლათ, ვინმესთვის გაეგებინებინა“.

აღნიშნულის შესახებ, აბუთიძის თქმით, რ. დ-მ კიდევ 4 ბიჭთან აღიარა, მათ შორის მისი მამიდაშვილებიც არიან.

„პროკურატურაში, და სადაც არ მივედით, ყველგან გვეუბნებიან თქვენ თავიდან დამალეთ ეს საქმეო. გასვენებამდე 2 დღით ადრე რაც გავიგე, იმის მერე ვლაპარაკობ რომ ეს განზრახ მკვლელობაა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიაზე არც არასდროს მისაუბრია“, - ამბობს გარდაცვლილის მამა იური ენდელაძე.

ოჯახის წევრების თქმით, საქმის გამოძიება ისე მიმდინარეობს, როგორც მათი შვილის მკვლელის ა. ბ-ს მამას გ. ბ-ს სურს, ამიტომ გამოძიებას აღარ ენდობიან და საქმის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან აცილებას მოითხოვენ. თუმცა, ვიდრე ენდელაძეები მთავარ პროკურატურას აღნიშნულის შესახებ წერილობით მიმართავდენენ, მათ საქმის ადიგენის რაიონული სამმრთველოდან აცილების შესახებ წერილობით სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას მიმართეს.

„პასუხი ამ მოთხოვნაზე ჯერ გაცემული არ არის. ენდელაძეებს პასუხს ახალციხის რაიონული პროკურორი გასცემს“, - გვითხრა პაქსაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბესო ენდელაძე 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა