FM97.5 / LIVE

18–წლიანი პაუზის შემდეგ, ვალეში კულტურული ცხოვრება აღდგა

მთავარისაზოგადოება 05.05.2014
ორი ათეული წლის შემდეგ, პირველად, ქალაქ ვალეს კულტურის სახლში, ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ადგილობრივებს ორი სპექტაკლი: „ძუნწი“ და „ეჭვიანი“ აჩვენა. მოყვარულმა მსახიობებმა სპექტაკლი ნათხოვარი კოსტუმებით ითამაშეს.

18–წლიანი პაუზის შემდეგ, ვალეში კულტურული ცხოვრება აღდგა
ვალის კულტურის სახლის მენეჯერი გოჩა დემეტრაძე, რომელიც სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიის შემდეგ აღადგინეს, ამბობს, რომ შემოქმედებითი ჯგუფი სპექტაკლზე ერთი თვე მუშაობდა.

„ნაისი არახამია, დათო მუმლაძე, ნათია სამსონიძე და ლექსო ხითარიშვილი სცენის მოყვარეები არიან. მაყურებელს რაფიელ ერისთავის ნაწარმოების მიხედვით ორი სპექტაკლი: „ძუნწი“ და „ეჭვიანი“ ვაჩვენეთ, ორი პიესა ერთად ვითამაშეთ“, – ამბობს ვალის კულტურის სახლის მენეჯერი გოჩა დემეტრაძე და ამატებს, რომ ვინაიდან სპექტაკლის დასადგმელად დაწესებულებას დაფინანსება არ აქვს, სასცენო კოსტუმები მესხეთის (ახალციხის) პროფესიული თეატრისგან ითხოვეს. დეკორაციებზე კი თავად გოჩა დემეტრაძემ იმუშავა.

„სპექტაკლზე დასწრება თავისუფალი იყო, ექვსასი ადამიანი იყო დარბაზში, 70–80 წლის ადამიანები იყვნენ, დარბაზიდან მეუბნებოდნენ, სცენაზე მოგვენატრე და იმიტომ მოვედითო. 98 წლის მერე ვალეში ადგილობრივი ძალების მიერ ჩატარებული სპექტაკლი აღარ მინახავს“, – ამბობს იგი.

მიმდინარე წლის აგვისტომდე ვალეს კულტურის სახლში კიდევ სამი სპექტაკლის დადგმაა დაგეგმილი.

გოჩა დემეტრაძე ვალეს კულტურის სახლიდან 18 წლის წინ გაათავისუფლეს. ამბობს, რომ მას შემდეგ კულტურის სახლში შემოქმედებითი საქმიანობა შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში დემეტრაძე სამსახურში დაბრუნებას ცდილობდა. კულტურის სახლის მენეჯერად იგი მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.

„მას შემდეგ, რაც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად დავინიშნე, დავაკვირდი ვალის კულტურის სახლის მუშოაბას. არაფერი არ გაკეთდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ხელძღვანელი. გარდა ამისა, ყოფილი მენეჯერი არასპეციალისტი, განათლებით მედდა იყო“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟუნაძე.

ამ ეტაპზე კულტურის სახლში შვიდი თანამშრომელია. დაწესებულებაში სამი წრეა გახსნილი: ქორეოგრაფიული, გოგონათა ქორეოგრაფიული და სამეჯლისო ცეკვების. წრეები ფასიანია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვალეს კულტურის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს
ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად გიორგი ჟუჟუნაძე დაინიშნა
ახალციხის კულტურის სახლში ქალთა დღესასწაულები აღნიშნეს
‘კონცერტში მონაწილეობაზე უარი მითხრეს’ – დაპირისპირება ვალის კულტურის სახლში
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
ზურაბ ალვიძემ ვალეში კულტურის სახლში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა