FM97.5 / LIVE

ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

მთავარისაზოგადოება 14.07.2012
სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვებ-გვერდის - tolerantoba.ge პრეზენტაცია გამართა.

ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

შეხვედრა ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” საკონფერენციო დარბაზში შედგა და მას ახალციხელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

- ”საიტი არის ძალიან საინტერესო მათთვის, ვინც დაინტერსებულია ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, სიტყვის თავისუფლების საკითხით, უმცირესობების უფლებების თემებით და ასევე ტოლერანტობის კულტურის განვითარებით”, - აღნიშნავს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი.

ვებ-გვერდის მიზანია საქართველოში ტოლერანტობის კულტურის საინფორმაციო, შემეცნებით–საგანმანათლებლო და სამართლებრივი მხარდაჭერა; საიტზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა, წარმოდგენილია როგორც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, ასევე რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. უმცირესობათა დღესასწაულების ამსახველი ფოტო, აუდიო, ვიდეო და ტექსტური მასალები.

გარდა ამისა, ვებ-გვერდზე ატვირთულია ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციები: ენციკლოპედიები "რელიგიები საქართველოში" და "ეთნოსები საქართველოში"; და ასევე ჟურნალ "სოლიდარობის" ყველა ნომერი.

ჟურნალს ”სოლიდარობა”, ტოლერანტობის ცენტრი 2006 წლიდან გამოსცემდა. 2010 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა. ოთხი წლის განმავლობაში ”სოლიდარობის” 39 ნომერი გამოვიდა.

ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლის ბექა მინდიაშვილი თქმით, ბოლო პერიოდში ჟურნალი მხოლოდ 1500 ტირაჟით გამოდიოდა: ”რადგან ფინანსური პრობლემების წინაშე დავდეგით და მეორე მხრივ, ჩავთვალეთ, რომ ვებ-გვერდის საშუალებითაც შევძლებდით მკითხველის ყურადღების მიპყრობას, ამიტომ გადავწყვიტეთ ვებ-გვერდის მეშვეობით გავაშუქოთ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხები და ის თემები, რომელიც შედის ტოლერანტობის ცენტრის ინტერესში”.

ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ახალციხეში ორ დღეს დარჩებიან. ხვალ ისინი სომხური სამოციქულო ეკლესიის და საყოველთაო სომხური დღესასწაულის ვართავარის შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებენ.

შეგახსენებთ, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია ხვალ ვართავარს, ანუ, ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. 15 ივლისი ეთნიკური სომხებისთვის ამავდროულად სახალხო დღესასწაულია, ამ დღეს მათ სახალხო წუწაობის ტრადიცია აქვთ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა  ჩაატარა
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო სექტორთან
'სამხრეთის კარიბჭეს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს