FM97.5 / LIVE

ჯავახეთის თემა ორი ლიდერის განცხადებებში

მთავარიპოლიტიკა 15.05.2012
აგასი არაბიანის განცხადება და არტაკ გაბრიელიანის ვიზიტი ევროპაში, დროში დაემთხვა. ემთხვევა თუ არა მათი განცხადებების შინაარსი და სად რა რეზონანსი მოჰყვა მათ გამოსვლებს

აგასი არაბიანის განცხადება და არტაკ გაბრიელიანის ვიზიტი ევროპაში, დროში დაემთხვა. ემთხვევა თუ არა მათი განცხადებების შინაარსი და სად რა რეზონანსი მოჰყვა მათ გამოსვლებს

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ’’ჯავახკის”კოორდინატორმა არტაკ გაბრიელიანმა, რომელიც 5-12 მარტს ევროპაში იმყოფებოდა, ევროპარლამენტის წევრებს ორგანიზაციაში შემუშავებული მემორანდუმი წარუდგინა, რომელშიც საუბარია ჯავახეთის ავტონომიაზე, სომხური ენის რეგიონულ სტატუსზე, დემოგრაფიულ და სოციალურ პრობლემებზე, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა დისკრიმინაციაზე.

იმავე დღეებში, ორგანიზაციის ’’ჯავახეთის დიასპორა რუსეთში’’ თავმჯდომარემ აგასი არაბიანმა განაცხადა: ’’თუ საქართველო გაწევრიანდება ნატოში, ჯავახეთი, რომელიც დღეს საქართველოს განუყოფელი ნაწილია, დამოუკიდებლობას მოითხოვს’’.

გაბრიელიანის ვიზიტს საქართველოში რეზონანსი არ მოჰყოლია, არაბიანის განცხადებას კი ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ და ექსპერტებიც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ვერ ხედავს სეპარატიზმის საფრთხეს და მიიჩნევს, რომ ’’რუსეთი ცდილობს საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას’’. მისივე თქმით, სამინისტრო ინფორმირებულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. გაბრიელიანის ვიზიტს კი არანაირი ოფიციალური განცხადება არ მოჰყოლია.

ექსპერტს, კავკასიის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს მამუკა არეშიძეს გაბრელიანის ვიზიტზე არაფერი სმენია. ’’ვერ ვხედავ ასეთ ნიშნებს. ჯავახეთში არ არის სეპარატიზმზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ავტონომია ერთი რამ არის და დამოუკიდებლობა სხვა’’, - ამბობს იგი არაბიანის განცხადებაზე და ამატებს, - ’’გაუგებარია, რატომ გააკეთა ასეთი განცხადებები. ვფიქრობ, სურდა თავი შეახსენებინა ან გარკვეული პოლიტიკური წრეების ან სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა’’.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან არუთუნ ოგანესიანი ფიქრობს, რომ არაბიანის განცხადებაში ’’რუსეთის კვალი’’ იგრძნობა: ’’მოსკოვში მყოფ არაბიანს არ აქვს ჯავახეთის სახელით ასეთი განცხადების გაკეთების უფლება. თუ იგი ზრუნავს ჯავახეთზე, ჩამოვიდეს საცხოვრებლად და ნახოს როგორ ვითარდება არამხოლოდ ჯავახეთი, არამედ მთელი საქართველო’’.

არტაკ გაბრელიანი არაბიანის განაცხადებას გაუმართლებელს უწოდებს: ’’ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენ დამოუკიდებლობა კი არა, ავტონომია გვინდა. მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებას იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში ასეთი განწყობა არ არის’’. მისივე თქმით, არაბიანის განცხადება რუსეთის დაკვეთაა. რეგიონის ფარგლებს გარეთ მყოფმა ადამიანმა არ იცის ვითარება ისე კარგად, როგორც ეს ადგილობრივებმა იციან.

საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები სომხეთში. ექსპერტების უმეტესობას არაბიანის განცხადებებზე არაფერი სმენია, გაბრიელიანის ვიზიტს კი მედიაც და ექსპერტთა ნაწილიც დიდხანს განიხილავდა.

საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის აიკ ხანუმიანის აზრით, ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრებიდან დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან იგი არ არის კომპეტენტური უწყება ამ პრობლემების მოსაგვარებლად: ’’პრობლემის მოსაგვარებლად დიდი სამუშაო უნდა ჩატარდეს ქართულ პოლიტიკურ, სამართალდამცავ და ძალოვანი სტრუქტურებთან’’.

ასევე არ ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაბრიელიანის ვიზიტს არუთუნ ოგანესიანი: ’’გაბრიელიანმა კარგად იცის როგორი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება მიდის ჯავახეთში. გვაქვს პრობლემები, მაგრამ შესაძლებელია მათი გადაწყვეტა და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე. რაც შეეხება რეგიონული ენის სტატუსს, საქართველოს დრო სჭირდება. დღეს შეუძლებელია ჯავახეთის ავტონომია, რადგან საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, მსგავსი არ იქნება ჯავახეთში. ქართველი და სომეხი ერი მეგობრულად ვცხოვრობთ და ასეც გაგრძელდება’’.

ადგილობრივ სარქის აივაზიანს ზემოაღნიშნულ განცხადებებზე შემდეგი მოსაზრება აქვს: ’’დღევანდელი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია. საკითხი უნდა დავაყენოთ, მაგრამ არა ახლა. თუ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გამწვავდება, ჩვენ აღმოვჩნდით როგორც თაგვი ტომარაში. ეს რაღაცა საგარეო თამაშია, სადაც კარგად იყენებენ ჩვენც დიპლომატიურ უცოდინარობას’’.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ეკონომიკური მიმართვის პოლიტიკური დატვირთვა
ჟურნალისტური შეცდომა თუ შეუწყნარებლობა უმცირესობების მიმართ
ჯავახეთი ყურადღების ცენტრში ექცევა
მამუკა არეშიძე: „საფრთხები იქმნება მოსახლეობის პრობლემებზე აპელირებით“
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე
ახალქალაქში არჩევნების მოახლოვება არ იგრძნობა
მედია ჯავახეთზე და შეფასებები რეგიონიდან