FM97.5 / LIVE

ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად

მთავარისაზოგადოება 01.05.2014
ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, ადვოკატირება და მონიტორინგი - „საქართველოს შეფასების ასოციაცია“ ეთნიკური უმცირესობებისთვის ტრენინგებს გამართავს.

ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად
ერთდღიანი ტრენინგი, ხვალ, 2 მაისს, „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩატარდება. დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

ტრენინგებს ორგანიზაცია „საქართველოს შეფასების ასოციაცია“, პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში ჩართვის მიზნით“ - ფარგლებში მართავს. პროექტი საქართველოს ოთხ ქალაქში: ახალციხეში, ახალქალაქში, გარდაბანსა და ბოლნისში ხორციელდება.

„ძირითადი აქცენტი ეთნიკურ უმცირესობებზე გავაკეთეთ, ამიტომ შევარჩიეთ ეს ოთხი ქალაქი“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი კონსტანტინე ჩორგოლიანი.

მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რამდენად იყო მოსახლეობა ინფორმირებული ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობების შესახებ. ტრენინგების თემატიკა კვლევის შედეგების შესაბამისად შეირჩა. ტრენინგების შემდეგ შეხვედრებია დაგეგმილი.

„ტრენინგები და შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. იმის გათვითცნობიერებას, რომ მათ აქვთ გადამწყვეტი როლი არჩევნებში და შეუძლიათ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა. უნდა გავზარდოთ მუნიციპალიტეტის მზაობა და ანგარიშვალდებულებაც, რომ მათ დროულად მოახდინონ პასუხების გაცემა“, - ამბობს კონსტანტინე ჩორგოლიანი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტრენინგი და კონსულტაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
ტრენინგი ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის
ახალციხეში ქალებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა
ახალქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა
ახალციხეში რეგიონში მცხოვრები უმცირესობების  პრობლემებზე იმსჯელეს