FM97.5 / LIVE

რამდენს ხარჯავს ახალციხის თვითმმართველობა ტრანსპორტის მოვლა-შენახვაში

მთავარიეკონომიკა 29.04.2014
„ტოიოტა რანერი“ სოფლისთვის და „შკოდა ოქტავია“ ქალაქში გადასაადგილებლად; რატომ ემსახურებოდა ორი მანქანა ახალციხის გამგებელს; რამდენი ავტომობილი ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე და რა უჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს მათი შენახვა;

რამდენს ხარჯავს ახალციხის თვითმმართველობა ტრანსპორტის მოვლა-შენახვაში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 10 მსუბუქი და 6 სახანძრო მანქანა ირიცხება.10 მსუბუქი მანქანისთვის თვეში 2,803 ლარი და წელიწადში 33,636 ლარია გაწერილი. სახანძრო მანქანების გათვალისწინებით კი, 16-ვეს შენახვა, ადგილობრივ ბიუჯეტს თვეში 3,961 ლარი, წელიწადში კი 47,532 ლარი უჯდება.

10 მსუბუქი ავტომობილიდან 4 „ნივა“ და 2 „ვაზ 2107“-ია. მსუბუქი მანქანების ჩამონათვალშია „პაჯერო იო“, „ტოიოტა პრადო“, „შკოდა ოქტავია“ და „ტოიოტა რანერი“.

რამდენს ხარჯავს ახალციხის თვითმმართველობა ტრანსპორტის მოვლა-შენახვაში„ტოიოტა პრადო“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს ემსახურება. ბიუჯეტიდან მისთვის თვეში 692 ლარია გათვალისწინებული.

„პაჯერო იო“-თი კი ოლეგ სანდროშვილის მოადგილე მალხაზ ასპანიძე სარგებლობს. მისი ყოველთვიური ხარჯი 290 ლარია.

რამდენს ხარჯავს ახალციხის თვითმმართველობა ტრანსპორტის მოვლა-შენახვაშირაც შეეხება „შკოდა ოქტავიასა“ და „ტოიოტა რანერს“, ორივე მათგანი გამგებლისთვისაა განკუთვნილი. „შკოდა ოქტავიასთვის“ ბიუჯეტში თვეში 408, „ტოიოტა რანერისთვის“ კი 255 ლარია გაწერილი. ორივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ და ახლა უკვე ბრალდებულ გამგებელს ბესიკ ბლიაძეს ემსახურებოდა.

კითხვაზე, რაში სჭირდებოდა გამგებელს ორი მანქანა, ბლიაძის შემცვლელი მალხაზ ჟუჟუნაძე გვპასუხობს: „ვერ გეტყვით“.

თავად ბლიაძე კი სატელეფონო საუბარში ამბობს: „ეს ყველაფერი გადაამოწმეთ მასთან, ვისაც ეს საკითხები ექვემდებარებოდა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, გამგებელი „ტოიოტა რანერით“ სოფლებში დადიოდა, რადგან ის მაღალი გამავლობის მანქანაა, „შკოდა ოქტავიას“ კი ქალაქში სამოძრაოდ იყენებდა.

„კანონით არც მანქანის ფასი და არც რაოდენობა არ რეგულირდება, თუმცა, დიდი ხანია საუბარია ძვირადღირებულ მანქანებზე. გინდა ერთი გყავდეს ძვირადღირებული და გინდა ორი ერთად, ერთი ძვირადღირებული მანქანის ფასში, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული იმ ხარჯებთან მიმართებაში, რა ხარჯებიც ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია“, - ამბობს „საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

2 ძვირადღირებული მანქანა კვლავ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაქვემდებარებაში რჩება, თუმცა როგორც გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, მან „ტოიოტა რანერი“ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს გადასცა: „ოღონდ ამ მანქანას ჩემი მეთვალყურეობით გამოიყენებენ და მათ ჩემი მძღოლი მოემსახურებათ“.

ჟუჟნაძის განცხადებით, აღნიშნული მანქანები, მას შემდეგ, რაც ბლიაძე პასუხისგებაში მისცეს, ამ დრომდე გაჩერებული იყო: „26 აპრილს გადმომცა გამგეობის კომენდანტმა ლექსო ნებაძემ, ამ ხნის განმავლობაში მანქანები გაჩერებული იყო და გასაღებები ნებაძეს ჰქონდა“.

გამგებლის დაქვემდებარებაში არსებული მანქანები რომ ერთი თვე გამგეობის ეზოში იყო გაჩერებული, ამას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი მატერიალურ და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ალექსანდრე ნებაძეც ადასტურებს. მაგრამ რაც შეეხება გასაღებებს, მისი თქმით, ორივე მანქანის გასაღები ამ დრომდე გამგებლის მძღოლს ჰქონდა.

„არ ვიცი აქამდე რატომ არ გადასცეს მანქანები ჟუჟუნაძეს. შაბათს დამიბარეს, ბესოც იქ იყო და მალხაზიც და ორივე მანქანა ჟუჟნაძეს გადაეცა“, - ამბობს ნებაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილეს მანქანის დაბინძურებაში ედავებიან: 'მანქანით ნაკელი იყო ნაზიდი'
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
რაში სჭირდება გამგეობას სამი იურისტი?
‘შევიძენთ და საქმე როგორც მოითხოვს, ისე იქნება’ – ახალციხის თემი ახალ მანქანას ყიდულობს

ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
ახალციხის ცენტრში კორპუსების ფასადებს შეღებავენ