FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელი რწმუნებულებისა და მათი თანაშემწეების ატესტაციის შედეგებით უკმაყოფილოა

მთავარიპოლიტიკა 29.04.2014
22-23 აპრილს, ადიგენის მუნიციპალიტეტის 14-მა რწმუნებულმა და ამდენივე რწმუნებულის თანაშემწემ ატესტაცია გაიარა. გამოცდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაქარია ენდელაძის ინიციატივით ჩატარდა. ენდელაძე ატესტაციის შედეგებით უკმაყოფილოა.

ადიგენის გამგებელი რწმუნებულებისა და მათი თანაშემწეების ატესტაციის შედეგებით უკმაყოფილოა
14 რწმუნებულიდან ატესტაციას 3 არ დაესწრო. ამათგან, ერთი, ჭეჭლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იური ჯიმშერაძე პროტესტის ნიშნად, ორმა კი, ხევაშენისა და ვარხნის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებმა ატესტაციაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ოჯახური პირობები დაასახელეს.
სამივე მათგანმა, 22 აპრილს, ატესტაციის დღეს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს.

ვარხნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ მსხვილიძე ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლა ოჯახური პირობების გამო მოუხდა: „სხვა საქმეებიც მქონდა, ვეღარ ვართმევდი თავს და ამიტომ წამოვედი“. იგი ამ პოსტზე 2009 წლის დეკემბრიდან მუშაობდა.

სამსახურიდან წასვლის მიზეზად ოჯახურ პირობებს ასახელებს ხევაშენის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კობა ენდელაძეც.

ატესტაციას სრული შემადგენლობით არც რწმუნებულის თანაშემწეები დასწრებიან. 23 აპრილს, კომისიის წინაშე, 2 რწმუნებულის თანაშემწე არ გამოცხადდა.

ჭეჭლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე ავთო გავაშელი ამბობს, რომ კონკურსზე საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა: „ოჯახის გამო ვერ წავედი ატესტაციაზე, ავტობუსზე გავედი, მაგრამ უკან მომაბრუნეს. ოჯახში ექიმიც დაგვჭირდა. მე პირადად არაფერს ვაპროტეტსებ და მიუსვლელობის მიზეზსაც ავხსნი გამგეობაში, თუ დამჭირდა, მოწმეებსაც მივიყვან“.

დავით ნატრიაშვილი კი აცხადებს, რომ კონკურსის ჩატარების ზუსტი დრო არ იცოდა:„დილის 11 საათზე გავიგე და ვეღარ მოვასწარი ადიგენში ასვლა“.

ნატრიაშვილი ამბობს, რომ ატესტაციის ზუსტი დრო მისთვის საკრებულოს ერთ-ერთ თანამშრომელს უნდა ეცნობებინა. თუმცა, ვინ არის ეს თანამშრომელი, არ ამხელს იმ მოტივით, რომ მას სამსახურში პრობლემები არ შეექმნას.

რას გადაწყვეტს საკონკურსო საატესტაციო კომისია, ჯერჯერობით უცნობია. გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ გამოუცხადებლობის მიზეზებს გამოიკვლევენ და თუ საპატიო იქნება, გაითვალისწინებენ.

რაც შეეხება ატესტაციაზე გამოცხადებული რწმუნებულებისა და თანაშემწეების კვალიფიკაციას, ენდელაძე, რომელიც საკონკურსო კომისიის წევრია, ამბობს, რომ შედეგებით აღფრთოვანებული არ არის.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ არ გაიარეს ატესტაცია ვარხნისა და ჭეჭლის რწმუნებულების თანაშემწეებმა
ადიგენში ორმა რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა
რა მოხდა ადიგენში რწმუნებულების ატესტაციაზე
ადიგენში პოსტი კიდევ ორმა რწმუნებულმა დატოვა
ადიგენში რწმუნებულების კვალიფიკაციას შეამოწმებენ
ადიგენში სოფლის რწმუნებულების ატესტაცია მიმდინარეობს
ადიგენის გამგეობაში 28 თანამშრომლიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 4-მა მიიღო