FM97.5 / LIVE

ვინ დასაქმდება სამხარეო ადმინისტრაციაში ერთ კვირაში გაირკვევა

მთავარიპოლიტიკა 28.04.2014
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი 275 კონკურსანტიდან 151- მა გაიარა. 25 ვაკანტური პოსტიდან, 3 პოსტი შესაძლოა კვლავ ვაკანტური დარჩეს.

ვინ დასაქმდება სამხარეო ადმინისტრაციაში ერთ კვირაში გაირკვევა
გუბერნიაში შექმნილი საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრი ვლადიმერ ზედგინიძე კონკურსანტების გამოუცხადებლობას მოუმზადებლობით ხსნის: „რამდენიმე გასაუბრების შემდეგ ალბათ გახმაურდა რას ვეკითხებოდით კონკურსანტებს, სავარაუდოდ მოუმზადებლები იყვნენ და ამიტომ არ გამოცხადდნენ“.

მისივე განმარტებით, კონკურსანტებს ნორმატიული აქტების ცოდნა მოეთხოვებოდათ: „ძალიან ელემენტარულს ვეკითხებოდით, მაგალითად, მუშაობის დაწყების შემდეგ რა დაევალებოდათ, რას ნიშნავს საქართველოს კონსტიტუცია, ვინ შეიძლება იყოს და ვინ არა საქართველოს მოქალაქე. გვპასუხობდნენ, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ისწავლიდნენ, ოღონდ სამსახურის დაწყების შემდეგ“.

კომისიის წევრები კონკურსანტებს 5-ბალიანი სისტემით აფასებდნენ, იმისათვის, რომ ბარიერი გადაელახათ, 12 ქულა უნდა მიეღოთ. ზედგინიძის თქმით, ბარიერის გადალახვა ბევრს გაუჭირდა, შედეგად, შესაძლოა სამ პოზიციაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდეს.

რომელია ეს სამი პოსტი, ამ ეტაპზე, ზედგინიძე გასაჯაროებისგან თავს იკავებს: „ორ დღეში გაიმართება სხდომა, გაირკვევა წარმატებული კონკურსანტების ვინაობა და შედგება საბოლოო ოქმი. შემდეგ გასაჯაროვდება იმ პოზიციების ჩამონათვალი, რომელზეც კონკურსი ხელახლა გამოცხადდება“.

კონკურსანტები შედეგებს კომისიის საბოლოო სხდომიდან 5 დღის ვადაში შეიტყობენ.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამკონკურსის შედეგად 25 ვაკანტური პოსტი უნდა დაკომპლექტდეს. 378 განმცხადებლიდან პირველი ეტაპი, საბუთების გადარჩევა 275-მა აპლიკანტმა გადალახა, ამათგან მეორე ეტაპზე 124 კონკურსანტი არ გამოცხადდა.

კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება, 14 აპრილს დაიწყო. დღეს, 28 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გასაუბრება მდივან-რეფერანტებმა გაიარეს. 34 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე მხოლოდ 14 გამოცხადდა. ამით, გუბერნიაში მიმდინარე საჯარო მოეხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

გუბერნიაში კონკურსანტების ნახევარი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა
როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური ორი პოზიციიდან ერთზე კონკურსი ჩაიშალა
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 ადგილისთვის 275 კანდიდატი იბრძვის