FM97.5 / LIVE
, ადიგენის რაიონული სამმართველოს შემდეგ, საქმიდან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის აცილებასაც ითხოვს.">

რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას

მთავარისამართალი 28.04.2014
გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახი , ადიგენის რაიონული სამმართველოს შემდეგ, საქმიდან სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის აცილებასაც ითხოვს.

რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახის წევრები ადიგენის რაიონულ სამმართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ, ამიტომ ითხოვენ, რომ საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.

„ადიგენის რაიონული სამმართველო და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა გამოძიებას ვერ აწარმოებს ობიექტურად. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ გამოძიება ტენდენციურია, ეს განცდა მათ საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდათ“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი.

რევაზიშვილი ენდელაძის საქმეში 24 აპრილიდან ჩაერთო. აქამდე დაზარალებულებს ინტერესების დამცველი არ ჰყავდათ.

„გამოძიებაში დაზარალებულის ადვოკატს ერთადერთი ფუნქცია აქვს, დაესწროს დაზარალებულების დაკითხვას. დოკუმენტებსაც თავად დაზარალებულები წერენ, თავიანთი სახელით, ოღონდ ადვოკატის დახმარებით“, - გვიხსნის რევაზიშვილი.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში შესატანი საჩივარი უკვე მზადდება: „საჩივარს პროკურატურაში 30 აპრილს შევიტანთ და მოვითხოვთ საქმის სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან აცილებას“.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბესო ენდელაძე 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
სასამართლო პროცესი დაზარალებული მხარის მონაწილეობის გარეშე
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა