FM97.5 / LIVE

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 24.04.2014
რითი გამოირჩევა, ბოლო, წინასაარჩევნო პერიოდებისგან, წლევანდელი საარჩევნო პერიოდი; რომელი პოლიტიკური ძალა იბრძოლებს ახალციხეში და ვინ შეარჩია კანდიდატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება
გასული წლებისგან განსხვავებით, ბოლო, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მომავალ, თვითმმართველობის არჩევნებამდე, ახალციხეში პარტიების ოფისები არ დაკეტილა, მათ მხოლოდ ტაიმაუტი აიღეს და ხუთ თვეში ისევ მზადება დაიწყეს.

ბოლო არჩევნების შემდეგ თითქმის უცვლელია იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც ახალციხეში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“;

პარტიული ოფისები

უცვლელია პარტიების რაოდენობა, თუმცა, ახალია ზოგიერთი მათგანის ხელმძღვანელი და მისამართი, სადაც ფუნქციონირებას გააგრძელებენ.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ შტაბი, ნათენაძის N9-დან რუსთაველის 57-ში გადავიდა. ბურჯანაძის მხარდამჭერებმა მისამართი იმიტომ შეიცვალეს, რომ ახალ ფართში შედარებით ნაკლებს იხდიან.

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყებასავარაუდოდ, ამავე მისამართზე იმუშავებს „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ახალციხეში ოფისი აღარ აქვს.

„ალიანსი შეიქმნა, ჩვენი პარტია ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, მათთან ერთად, მათ ოფისში ვიმუშაოთ“, - ამბობს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ია ხარაიშვილი.

უცვლელია „ნაციონალების“ „ოცნებისა“ და „რესპუბლიკელების“ ოფისების მისამართები; „ქართული ოცნების“ ოფისში რჩება კოალიციაში შემავალი „კონსერვატიული პარტია“. თუმცა, როგორ იმუშავებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია, ჯერ უცნობია.

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება„ჩემი აზრით, კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებისთვის ერთად იმუშავებენ, მაგრამ, ამას მე არ ვწყვეტ“, - ამბობს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კოპაძე.

ახალი ხელმძღვანელები

კოპაძე ერთ-ერთია ახალციხეში პარტიების რაიონული ორგანიზაციების ახალდანიშნულ ხელმძღვანელებს შორის. მან მალხაზ ჟუჟუნაძე ჩაანაცვლა; ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბურჯანაძის პარტიასაც - გაგა ივანიძე ონისე გაჩეჩილაძემ შეცვალა.

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება„ახალციხელი და ახალციხეზე შეყვარებული კაცი ვარ. 2004 წლიდან მოყოლებული „ნაციონალებთან“ ვარ დაპირისპირებული. ამიტომ ვიდრე ისინი იყვნენ ხელისუფლების სათავეში „ლაფატკაზე“ მუშაობა მენატრებოდა, - ამბობს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ბურჯანაძის პარტიაში გადმოსვლამდე, „ოცნებაში“ იყო: "ვიყავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის რეგიონის თავმჯდომარეც“.

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება
„რესპუბლიკურ პარტიას“ თამარ გოგოლაძის ნაცვლად ანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იოსებ კაპანაძე ხელმძღვანელობს.



ახალი უფროსი ჰყავს „კონსერვატიულ პარტიასაც“ - უჩა კახნიაშვილი ვასილ სისვაძემ ჩაანაცვლა.

„ვიყავი კომკავშირის ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი, პარტ-რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე და საკონსერვო ქარხნის დირექტორი“, - ამბობს სისვაძე.

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყებასისვაძეც აცხადებს, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული იყო: „პირადი კონფლიქტი მქონდა გუბენრატორებთან, მაგალითად, გიგლა ბარამიძესთან. ამიტომ, წლების განმავლობაში რუსეთში ვიყავი ემიგრაციაში. გასული წლის ივნისში დავბრუნდი“.

ვინ როგორ არჩევს საარჩევნო კანდიდატებს

წინასაარჩევნო კამპანია ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ შტაბში უკვე ხალხმრავლობაა. „კონსერვატორები“ კანდიდატებს არჩევენ, „ოცნებაში“ კი ჯერ პირველად ორგანიზაციებს ქმნიან. რაც შეეხება კოალიციაში შემავალ „რესპუბლიკურ“ პარტიას, აქ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი აქვთ. „ველოდები ცენტრიდან დავალებების მიღებას“, - ამბობს იოსებ კაპანაძე.

„კონსერვატიული პარტიის“ წევრის უჩა კახნიაშვილის თქმით, კოალიციაში შემავალი ყველა პარტია საარჩევნო სუბიექტებს თავად შეარჩევს, თუმცა საბოლოოდ კოალიცია ყურადღებას საუკეთესოზე შეაჩერებს: „ყველა ჩვენ კანდიდატს შევარჩევთ, მაგრამ არჩევნებში ის იყრის კენჭს, ვისაც გასვლის მეტი შანსი ექნება“.

კანდიდატების 80% უკვე შერჩეული ჰყავთ ბურჯანაძის პარტიაში, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებენ.

„გარდა მერობის კანდიდატისა, ყველა საარჩევნო სუბიექტი შევარჩიეთ. არჩევანი იმ ადამიანებზე გავაკეთეთ, ვინც ორმაგი თამაში არ ითამაშა და წინა არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენა“, - ამბობს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური.

რადგან ჯერ მუნიციპალიტეტის დაყოფაში რაღაც დეტალები გასარკვევია, აქტიური წინასაარჩევნო სამზადისი არ დაუწყიათ „ნაციონალებს“. აქ ჯერ არც კანდიდატების საკითხზე შეთანხმებულან, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობენ - საარჩევნო სუბიექტებად ახალ სახეებს ეძებენ, ისეთებს, პოლიტიკასთან შეხება რომ არ ჰქონიათ.

ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ძალიან ბევრი ადამიანი სიხარულით გვთანხმდება“, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.


ვის არ ეყოლება კომისიაში წევრები თვითმმართველობის არჩევნებზე

მართალია, ჯერ არც ოფისის საკითხი და არც მუშაობის ფორმა აქვს გადაწყვეტილი „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, მაგრამ ვიდრე თბილისიდან მითითებებს მიიღებენ, პარტიული საკითხების გადასაწყვეტად ია ხარაიშვილის სახლში იკრიბებიან, ან რიგ საკითხებს ტელეფონით წყვეტენ.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ბურჯანაძის პარტიასა და „ქრისტიან-დემოკრატებს“ კომისიების დაკომპლექტება არ მოუწევთ. გასული წაგებული არჩევნების შემდეგ, უბნებზე კომისიის წევრების ჩასმის უფლება არ აქვთ. ორივე პარტია არჩევნებს თავიანთი დამკვირვებლების საშუალებით გააკონტროლებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს