FM97.5 / LIVE

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 23.04.2014
ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა, სომეხთა გენოციდისას დაღუპულები გაიხსენეს და თურქეთს გენოციდის აღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი აღნიშნეს
სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავის აღნიშვნა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა 22 აპრილს დაიწყეს. ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გენოციდის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი”.

იმავე დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გენოციდის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენება მოეწყო.

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი აღნიშნეს23 აპრილს, საღამოს, ადგილობრივები რაბათში მდებარე სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ და გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათზე, საქართველოსა და სომხეთის დროშებითა და სანათურებით, ეკლესიიდან, ქალაქის გავლით, გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისკენ მსვლელობა მოაწყვეს.

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი აღნიშნესმსვლელობის მონაწილეები შეძახილებით გენოციდის აღიარებასა და დაგმობას მოითხოვდნენ.

„1915 წლის 24 აპრილი მძიმე დღეა ეთნიკური სომხებისთვის. ამ ღონისძიებებით ჩვენ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ ეს დღე არ დაგვიწყებია“, - აცხადებდნენ მსვლელობის მონაწილეები.

ახალციხეში სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი აღნიშნესგენოციდის 99-ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, გენოციდის მსხვერპლთა მოსახსენებელი ქვის ჯვრები გახსნეს: 22 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში, 23 აპრილს კი ნინოწმინდაში.

გენოციდის 99-ე წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალ, 24 აპრილს დასრულდება. ახალციხეში ხვალ ისევ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან შეიკრიბებიან, პარაკლისს გადაიხდიან და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ რა მოხდა 1915 წლის 24 აპრილს.

99 წლის წინ, ღამით, კონსტანტინეპოლში სომეხი ეროვნების ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება დაიწყო. დაკავებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ეს პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სამი წლის განმავლობაში 1,5მილიონზე მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა.



[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავი ახალციხეში [Photo]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავი აღნიშნეს [Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი აღნიშნეს (Video)
ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის დღე გაიხსენეს [Video]
ახალციხეში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი აღნიშნეს [photo]
სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი ახალქალაქში [Photo]