FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა

მთავარიპოლიტიკა 22.04.2014
22 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევენ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
ამჯერად გასაუბრებას ის კონკურსანტები გაივლიან, რომლებსაც განაცხადი რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჰქონდათ შეტანილი.

აღნიშნული პოზიციებზე გასაუბრება 25 კონკურსანტს უნდა გაევლო, თუმცა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, კომისიასთან მხოლოდ 13 აპლიკანტი გამოცხადდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე პირველი ეტაპი 8 კონკურსანტმა გადალახა, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე გასაუბრებას ერთი კონკურსანტი გაივლის, რაც შეეხება ორი უფროსი სპეციალისტის პოზიციას, აქ გასაუბრებას 16 აპლიკანტი გაივლის.

ხვალ, 23 აპრილს, გასაუბრებას ის კონკურსანტები გაივლიან, რომელთაც განაცხადი რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე აქვთ შეტანილი.

შეგახსენებთ, კონკურსის მეორე ტური, გასაუბრებები 14 აპრილს დაიწყო. პირველ დღეს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის ვაკანსიაზე ჰქონდათ შეტანილი. მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე 7, სპეციალისტი ვაკანსიაზე კი 22 კანდიდატი იყო, ამათგან გასაუბრებაზე მხოლოდ 18 აპლიკანტი გამოცხადდა.

15 აპრილს კი გასაუბრება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში საქმისწარმოებისა და იურიდიული საკითხების სპეციალისტების ვაკანსიაზე ჩატარდა. საქმისწარმოების პოზიციაზე 19, იურისტის ვაკანსიაზე კი 13 განაცხადი იყო შესული. 32 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 12 არ გამოცხადდა.

16 აპრილს გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, ვისაც განაცხადი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის ვაკანსიაზე ჰქონდათ შეტანილი. 24 აპლიკანტიდან გასაუბრებაზე 8 არ გამოცხადდა.

17 აპრილს სამცხე-ჯავახეთის გუბერნაიში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ორი უფროსი სპეციალისტი შეარჩიეს. გასაუბრებაზე 39 კონკურსანტიდან 14 არ გამოცხადდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში აპარატის უფროს სპეციალისტებს არჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
გუბერნიაში კონკურსანტების ნახევარი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა
ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა
ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის